სომხეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა

ოპოზიციამ საზოგადოებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა

სომხეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა

 

ხვალ, სომხეთის პარლამენტში, ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის კენჭისყრა უნდა გაიმართოს და ამის საწინააღმდეგოდ დედაქალაქ ერევანში და სხვა ქალაქებში მასიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

მოკლედ  ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის" ეგიდით და ერთმა ნაწილმა ერევანში პარლამენტისკენ, უნივერსიტეტისკენ და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისადმი მიმავალი გზები გადაკეტა, ხოლო ერთმა ნაწილმა კი მჯდომარე აქცია დაიწყო.

ოპოზიციური სოციალური შეთანხმების პარტიის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა დღეს დილით საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაიწყონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია.

63 წლის სერჟ სარქისიანი, რომელიც 2008 წლის აქეთ ორი ვადით იყო სომხეთის პრეზიდენტის სავარძელში, კონსტიტუციის შესაბამისად გასულ კვირას  გადადგა და მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრად მისი კანდიდატურა  წარადგინა.

სომხეთის ახალი კონსტიტუცია, რომლის მიღება 2015 წელს რეფერენდუმზე მოხდა, პრემიერმინისტრს ფართო უფლებამოსილებას აძლევს



მსგავსი ინფორმაციები