ისრაელის ჯარისკაცებმა 8 პალესტინელი სტუდენტი დაჭრეს

ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა

ისრაელის ჯარისკაცებმა 8 პალესტინელი სტუდენტი დაჭრეს

 

ისრაელის ჯარისკაცებმა დასავლეთ იორდანიის ქალაქ რამალაჰში მიმდინარე სტუდენტთა აქციის დასაშლელად ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, რის შედეგადაც 8 სტუდენტი დაიჭრა და მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ბირზეიტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელის ჯარისკაცებმა დააკავეს სტუდენტთა საბჭოს თავჯდომარე. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა სტუდენტების ნამდვილი ტყვიებით დაჭრა და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერთი სტუდენტი თავშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია



მსგავსი ინფორმაციები