აქტუალური თემის ანალიზი 09/2018

მსოფლიოს თვალწინ მიმდინარე ახალი მკვლელობები აღმოსავლეთ გუტაში

აქტუალური თემის ანალიზი 09/2018

აქტუალური თემის ანალიზი 09/2018

აქტუალური თემის ანალიზი 09/2018

მსოფლიოს თვალწინ მიმდინარე ახალი მკვლელობები აღმოსავლეთ გუტაში

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

სირიის დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე აღმოსავლეთ გუტას რეგიონი 2013 წლიდან ასადის რეჟიმისა და რეჟიმის მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებების ალყის ქვეშაა მოქცეული. აღმოსავლეთ გუტას რეგიონზე ბოლო პერიოდში ასადის რეჟიმისა და რუსეთის ყველაზე მეტი საჰაერო თავდასხმები ხდება. ბოლო 3 დღის მანძილზე 250-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შემდეგ გაეროს უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა და მთლიანად სირიისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე შეთანხმდა. თუმცა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება რეალურად სირიაში ომისა და აღმოსავლეთ გუტაში მოსახლეობის მკვლელობების გაგრძელებას ნიშნავს. თავდასხმების დროს განსაკუთრებით სამედიცინო ცენტრებისა და საცხობების მსგავსი მოსახლეობის საკვებით მომარაგების უზრუნველმყოფი სამიზნეების განადგურება, რეგიონის ხალხის ტრაგედიას კიდევ უფრო ამძიმებს.    

იდლიბის რეგიონში ასტანას პროცესის ფარგლებში თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამი სხვადასხვა სადამკვირვებლო პუნქტის შექმნის შემდეგ შედარებით უკონფლიქტო ვითარება დამყარდა. ასტანის პროცესში ასევე ჰუმუსში, გუტასა და დერას რეგიონში, სადაც ასევე ვითარების დეესკალაცია უნდა მოხდეს, თურქეთის შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო პუნქტები არ შეიქმნება. იდლიბში შეტაკებების შეჩერების შემდეგ ასადის რეჟიმმა და რეჟიმის მომხრე შეიარაღებულმა ჯგუფებმა აღმოსავლეთ გუტას რეგიონში გადაინაცვლეს და ფართო მასშტაბიანი ოპერაციები დაიწყეს.     

სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე აღმოსავლეთ გუტას რეგიონს რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო ძალები ბომბავენ. რუსეთმა და ასადის რეჟიმმა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების განურჩევლად მოახდინა დაბომბვა და ალეპოს მსგავსად ყველაფრის განადგურების ტაქტიკით გაირა. ამ სტრატეგიის შესაბამისად აღმოსვალეთ გუტაში მოსახლეობის ამოხოცვის შემდეგ გაეროს უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა. რუსეთის ვეტოს მუქარის შემდეგ უსაფრთხოების საბჭომ გენერალური ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც სინამდვილეში არ განხორციელდა. დეაშისა და ალ ქაიდას ტერორგანიზაციების ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში მოქცევა, სანქციების მექანიზმის ვერ შექმნა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვტილებას  ყველანაირ ძალას უკარგავს.

           ამგვარად, რუსეთი ოფიციალურად სირიაში ტერორგანიზაციებს დეაშ-სა და ალ ქაიდას ებრძვის. მაგრამ სინამდვილე არის ის, რომ რუსეთის უპირველეს სამიზნეს ზომიერი ოპოზიცია წარმოადგენს და სამოქალაქოებისა და სამხედროების განურჩევლად ახორციელებს დაბომბვას. ასევე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების დარღვევის შემთხვევაში არ არსებობს სანქციების მექანიზმი,  რაც გადაწყვეტილების შესრულებას ნებაყოფლობითს ხდის.  

ასევე რუსეთის მიერ აღმოსავლეთ გუტაში არსებული ჯგუფების აჰრარ უშ სამის და ჯეის ალ ისლამის ჰტშ-სთან ერთად მოქმედების და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში არ შესვლის განცხადება იმის მაჩვენებელია, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვტილების ტექსტი ცუდი განზრახვის კომენტარებისთვის  ღიაა. ძირითადად აღმოსვლეთ გუტაში ჯეის ალ ისლამსა და ჰტშ-ს შორის ბევრი შეტაკება მოხდა და ჯეის ალ ისლამმა ჰტშ-ს ბერი წევრი დააკავა. აჰრარ უშ შამი კი რუსეთის მიერ ამ განცხადების გაკეთების დროს იდლიბის რეგიონში ჰტშ-ს წინააღმდეგ ფართო მასშტაბიან ოპერაციას ატარებდა.

 

სწორი იქნება თუ ღიად რუსეთის და ასადის რეჟიმის აღმოსვალეთ გუტაში განხორციელებულ თავდასხმებს ხოცვა-ჟლეტად შევაფასებთ. აღმოსავლეთ გუტა მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. ალყაში მოქცეული და პირდაპირ სამიზნეში ამოღებულ ასი ათასობით სამოქალაქოს თითქოს ნაბიჯ-ნაბიჯ კლავენ.

რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვტილების შემდეგ ვითომდა „კარგი განზრახვის“ საჩვენებლად ყოველდღიურად აღმოსავლეთ გუტას რეგიონში ადგილობრივი დროით 09.00 საათიდან 14.00 საათამდე  „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა. გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ასადის რეჟიმისა და რეჟიმის მომხრე შეიარაღებული პირების მიერ პირველივე დღიდან დაირღვა და გაგრძელდა თავდასხმები აღმოსავლეთ გუტაზე. აღმოსავლეთ გუტაში მყოფი სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფების ინფორმაციით, ასადის რეჟიმმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვტილების და რუსეთის მიერ ადგილობრივი დროით 09.00 საათიდან 14.00 საათამდე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აღმოსავლეთ გუტას დაბომბვა გააგრძელა.

 

თურქეთი კი როგორც გარანტორი ქვეყნებიდან ერთ-ერთი, აღმოსავლეთ გუტაში შეტაკებების ასტანას პროცესით შეჩერებისათვის ნაბიჯებს დგამს. ასტანის პროცესის ფარგლებში რუსეთისა და ასადის რეჟიმის აღმოსვალეთ გუტაზე თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, გაეროს მიერ განსახორციელებელი ნაბიჯებთან შედარებით უფრო მაღალია. ასტანას პროცესით შედეგის მიღწევამდე თურქეთი ამჟამად აღმოსავლეთ გუტაში მყოფი დაშავებულების მკურნალობისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოსავლეთ გუტაში შეტანისათვის მუშაობას აწარმოებს.                 

აღმოსავლეთ გუტაში არსებულ ჰუმანიტარულ ტრაგედიას სირიის შიგნით არსებული ვითარების, რუსეთის და ასადის რეჟიმის პოზიციებზე მეტად გაეროს სტრუქტურული პრობლემების გამო ვერ ეშლება ხელი. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი მსოფლიო მშვიდობის დამყარების მაგიერ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. დღეს შესაძლოა შუალედური ფორმულით აღმოსავლეთ გუტაში მოსახლეობის ხოცვა შემცირდეს ან ამ მხრივ ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდეს, მაგრამ მანამ სანამ გაეროს სისტემა არ შეიცვლება, მსოფლიო მასშტაბით კიდევ ბევრი აღმოსავლეთ გუტა ვერ აღიკვეთება.

 

 



მსგავსი ინფორმაციები