აშშ-მა დაარტყა რუსულ ტანკს

აშშ-ის წინამძღოლობით, სირიაში, დეაშის წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციის ძალებმა დაარტყეს რუსულ ტანკს

აშშ-მა დაარტყა რუსულ ტანკს

აშშ-ის წინამძღოლობით, სირიაში, დეაშის წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციის ძალებმა დაარტყეს რუსულ ტანკს.

ერთიანი სამხედრო ძალების ბუნებრივი სტაბილურობის ოპერაციის სპიკერის პოლკოვნიკ რიან დილლერის თქმით, ინციდენტმა თავი იჩინა 10 თებერვალს, სირიის ქალაქ დეირეზორის სამხრეთის სოფელ თებიეში. რუსული წარმოების ერთმა ტანკმა ცეცხლი გაუხსნა იმ ადგილს, სადაც კოალიციის ძალები იყვნენ განლაგებულნი. პოლკოვნიკის იდეით, კოალიციის დაჯგუფებებმა კი, თავდაცვის მიზნით დაარტყეს რუსული წარმოების T-72 ტიპის ტანკს.

მცდარი აღქმის და გათვლების თავიდან ასაცილებლად კი, დაუკავშირდნენ რუსულ შენაერთებს. დილლონს არაფერი უთქვამს იმის შესახებ თუ ვის ეკუთვნოდა ტანკი.



მსგავსი ინფორმაციები