თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 52/ 2017

პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი საბერძნეთში და დასავლეთ თრაკიელი თურქები

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 52/ 2017

      

 

 

 

 

         

                     თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 52/ 2017

                          პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი საბერძნეთში და დასავლეთ თრაკიელი თურქები.  

თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა რამდენიმე კვირის წინ ოფიციალური ვიზიტი განახორციელა საბერძნეთში. ამ პროგრამაში შევაფასებთ მის ვიზიტს და საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში მდგარ დასავლეთ თრაკიელ თურქებს.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა რამდენიმე კვირის წინ, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებში სიახლის შეტანის მიზნით, ოფიციალური ვიზიტი ჩაატარა საბერძნეთში. ეს იყო 1952 წლის აქეთ, თურქეთის სახელმწიფო პრეზიდენტის დონის პირველი ვიზიტი. საბერძნეთში ორმხრივი შეხვედრების პარალელურად, ერდოღანი შეხვდა დასავლეთ თრაკიელ თურქებს. ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ჩადგა დასავლეთ თრაკიელი თურქები და მათი პრობლემები.

დასავლეთ თრაკია, გეოგრაფიულად მოიცავს საბერძნეთის  გუმულჯინეს (კომოტინის), ისკეჩეს (ქსანტის) და დედეაღაჯის (ალექსანდრეპოლუსის) პროვინციებს. ამჟამად იქ ცხოვრობს 150.000-ზე მეტი მუსლიმანი თურქი ეროვნული უმცირესობა. 1923 წლის ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებით, დასავლეთ თრაკიელ თურქ სათვისტომოს მიეცა „უმცირესობის“ სტატუსი. თუმცა, უმეტეს სფეროებში ისინი არ სარგებლობენ უმცირესობის უფლებებით.

საბერძნეთის ხელისუფლების, თურქების მიმართ გატარებული ზეწოლის პოლიტიკის შედეგად, თუ 1920-იან წლებში დასავლეთ თრაკიაში თურქების რაოდენობა 65 %-ს შეადგენდა, დღეს მათი რაოდენობა 30 %-დეა დაყვანილი. მათი მიწის საკუთრება 1923 წელში თუ 84 %-ი, დღეს არის 25 %-ი.  დასავლეთ თრაკიელი თურქების უმცირესობათა  უფლებების გამოყენების საკითხში, როგორც ჩანს საბერძნეთის ხელისუფლების პრაქტიკული საქმიანობა, 1960-იანი წლებიდან შემცირდა.  თურქები 1967 წლიდან დააშორეს ფონდების ადმინისტრაციას. 1970-იანი წლიდან აიკრძალა განსაზღვრება „თურქ“-ის გამოყენება. 1980-ი წლიდან უკანონოდ გამოცხადდა თურქული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სადაც თურქის განსაზღვრება იყო გამოყენებული.  1990-იანი წლებიდან გაუქმდა მუფტის არჩევის შესახებ კანონი და პრეზიდენტის განკარგულებით შემოღებულ იქნა „დანიშნული მუფტი“. შეგვიძლია მსგავსი და უარესი სხვა მაგალითების ჩამოთვლაც.

საბერძნეთის ხელისუფლება გამოთქვამს ვარაუდს, რომ ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებაში არ შედის გამოთქმა „თურქული უმცირესობა“. არ იზიარებს უმცირესობის ეთნიკური იდენტურობის განსაზღვრის უფლებას. ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების უმცირესობების დაცვის მუხლში გამოყენებული მუსლიმანის ტერმინის მიუხედავად,  ხელშეკრულებებსა და სხვა დებულებებში ნახსენები „თურქ“ის“ განსაზღვრა, კონფერენციებსა და დეკლარაციებში მოსახლეობის გაცვლის ფარგლებს გარეთ დარჩენილი დასავლეთ თრაკიელი უმცირესი წარმომადგენლები რომ თურქები არიან აშკარად ჩანს.  გარდა ამისა, თურქი და ბერძენი მოსახლეობის გაცვლის შესახებ თურქეთსა და საბერძნეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებებში პროტოკოლებსა და დოკუმენტებში, სადაც მოხსენიებულნი არიან იმიგრაციას დაუქვემდებარებელი ადამიანები, მოხსენებულია ტერმინები „თურქი“ და „ბერძენი“.

        დღეს დასავლეთ თრაკიელი უმცირესობა  განათლების, რელიგიური თავისუფლების, ფონდების და პოლიტიკური წარმომადგენლობის ჩათვლით, სერიოზულ პრობლემებს უპირისპირდებიან.  საბერძნეთი არ ასრულებს ლოზანის ხელშეკრულებით, თურქი ეროვნული უმცირესობისთვის მინიჭებული უფლებების ცხოვრებაში გატარებას და დასავლეთ თრაკიელ თურქებს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. საბერძნეთი, რომელიც უგულებელყოფს თურქებს, ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ ამყოფებს მათ.

        ამ სტატიის ავტორი წერს, რომ გასულ კვირას იგი, ტელეფონის და ინტერნეტის მესვეობით დაუკავშირდა დასავლეთ თრაკიელი უმცირესობის წამყვან პირებს. როგორც გაირკვა ყველაზე მეტად უჩივიან ეკონომიკურ ზეწოლას და განათლებაში ორმაგ სტანდარტს. ისინი, ასევე აღნიშნავენ, რომ თურქებს არ იღებენ სამსახურში, უმეტესობა მუშაობს თამბაქოს პლანტაციებში და მათ თამბაქოს იბარებენ ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებ ფასში. განსაკუთრებით სუსტია განათლება, რის გამოც ბავშვებს უჭირთ თურქულის და ბერძნულის სწავლა.  თურქეთიდან პედაგოგების შესვლას კი, საბერძნეთის ადმინისტრაცია შეფერხებას უქმნის. ცნობიერად ახდენენ ბერძნული ენის უხარისხოდ სწავლებას. რაღა თქმა უნდა ასეთ ვითარებაში გზა ეღობება ახალგაზრდების უნივერსიტეტებში შესვლას და პროფესიის დაუფლებას.  თურქეთის ხელისუფლებას სურს თრაკიელმა თურქებმა ლოზანის ხელშეკრულების, ევროკავშირის დეკლარაციის და უნივერსალური ადამიანის უფლებების შესაბამისად შეიძინონ და ისარგებლონ ყველა სახის უფლებებით.

        სურს ამ კუთხით, გამოყენებულ იქნას ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამ გაგებით თურქეთმა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თურქეთში მცხოვრები ბერძნული წარმომავლობის მოქალაქეების მოთხოვნების დიალოგის გზით ცხოვრებაში გატარებისთვის. აქედან გამომდინარე ნორმალურია თურქეთის მსგავსი მოლოდინიც ლოზანის ხელშეკრულების დებულებების და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

        პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების და მეგობრობისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა და წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიზიტი ორივე მხარეში ამ მიმართებით ნებისყოფის და მოლოდინის არსებობის მაჩვენებელია. მაგრამ ჯერ კიდევ მრავალი საკითხია ორ სახელმწიფოს შორის გადასაწყვეტი. მათი უმეტესობა ქრონიკული პრობლემაა. ასეთია მაგალითად კვიპროსი, ეგეოსის კონტინენტური ლანდშტაფი, საჰაერო სივრცე, ტერიტორიული წყლები და სხვ.  ამ ვიზიტის დროს სავარაუდოდ არ მიიღება ხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგები, მაგრამ ვიზიტის ძირითადი შედეგი იქნება ურთიერთ კეთილი განწყობა და ნდობის მიღწევა. 65 წლის შემდეგ განხორციელებული ეს ვიზიტი, ამის ცხოვრებაში გატარებისთვის არის ისტორიული შესაძლებლობა. საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთ თანამშრომლობის განვითარება გააიოლებს უმცირესობების პრობლემის გადაწყვეტას. ეს კი, უფრო დაახლოებს თურქეთსა და საბერძნეთს.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასება...

 

 



მსგავსი ინფორმაციები