ისრაელი მიწებს ისაკუთრებს

ისრაელის არმიამ, დასავლეთ სანაპიროს ოკუპირებულ რეგიონში  მიისაკუთრა 36 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

ისრაელი მიწებს ისაკუთრებს

ისრაელის არმიამ, დასავლეთ სანაპიროს ოკუპირებულ რეგიონში  მიისაკუთრა 36 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

იორდანიის ხეობის, ებრაული დასახლების სამმართველოს უფროსის მუთაზ ბიშარას განცხადებით, მისაკუთრებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის პალესტინელ ფერმერებს. 

მისივე განცხადებით, ისრაელის არმიამ, იორდანიის ხეობის ბადარას რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს გააცნო ხსენებული, მიტაცებული მიწების გადაწყვეტილება.

ფერმერებს ხელთ აქვთ ხსენებული მიწების ტაპუ და ათობით წელია მისდევენ სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. მიწის მისაკუთრების მიზანია, ებრაელი მოსახლეობის სასარგებლოდ, პალესტინელების გაძევება-თქვა მან.

დასავლეთ სანაპიროს ოკუპირებულ იორდანიის ხეობაში ცხოვრობს დაახლოებით, 10 ათასი პალესტინელი და მათ საარსებო წყაროდ ითვლება სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობა.

ისრაელის არმიის კონტროლშია, იორდანიის ხეობის 80 %-ზე მეტი, სადაც არის 21 ებრაული უკანონო სამოსახლო ერთეული.



მსგავსი ინფორმაციები