ესადის ძალები დერას უტევენ

ბარელის ბომბს 1 სამოქალაქო ემსხვერპლა

ესადის ძალები დერას უტევენ

სირიიდან მიღებული ცნობებით, რეჟიმის სამხედრო ვერტმფრენებმა ბარელის ბომბები ესროლეს ქვეყნის სამხრეთში მდებარე დერას მახლობელ მუჰაიემის დასახლებას, რომელიც ოპოზიციის კონტროლ ქვეშ არის და შედეგად, დაიღუპა 1 სამოქალაქო პირი, 11 კი დაიჭრა.

ამ თავდასხმის შედეგად მრავალი სახლიც დაინგრა, რის გამოც ასობით ოჯახმა კარ-მიდამო მიატოვა და უსაფრთხო ადგილებს შეაფარა თავი.

ესადის ძალები ბოლო 4 თვის განმავლობაში დაკარგული ტერიტორიების შეიარაღებული ოპოზიციისგან წართმევას ცდილობენ და ამიტომაც თავიანთი დიდი ძალების დერას გარშემო კონცენტრაციას ახდენენ.

სხვათა შორის მაისი თვეში ასტანაში მიღწეული შეთანხმებით დერა დეესკალაციის ზონაში შედის და აქ მორატორიუმი უნდა სუფევდეს, მაგრამ, სამთავრობო ძალები არღვევენ ამ შეთანხმებას  



მსგავსი ინფორმაციები