აქტუალური თემის ანალიზი 28

თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ნახტომისებური განვითარება

აქტუალური თემის ანალიზი 28

 

ამ ბოლო წლებში თურქეთის თავდაცვის მრეწველობაში დიდი წინსვლა დაფიქსირდა.  მართლაც, თურქეთის თავდაცვის სფერომ, რომელმაც შეძლო ბევრი ახალი  იარაღის სისტემისა და საბრძოლო მასალის წარმოება ადგილობრივი რესურსებით, ერთის მხრივ შეამცირა თურქეთის დამოკიდებულება უცხოურ იარაღზე, ხოლო მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თურქეთის ეკონომიკასა და თურქეთის საგარეო პოლიტიკის განვითარებაში.

თურქეთის თავდაცვის მრეწველობა განსაკუთრებით განვითარდა 2002 წლიდან, ე.ი. ქვეყნის ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოსვლის შემდეგ.  ასე რომ, ახალი იარაღის სისტემების შემუშავებით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მეტად ძლიერ პოზიციებს მიაღწია.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომლის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატის, რომელშიც იგი წერს:

დიახ, თურქეთის თავდაცვის მრეწველობამ ამ ბოლო წლებში მრავალი სამხედრო სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო ტრანსპორტი, კოსმოსური თანამგზავრი, კომუნიკაციებისა და ელექტრონული სისტემები, იარაღის სისტემები, რადარები და სამხედრო ელექტრონული, ასევე ლოგისტიკური და სასწავლო აპარატ დანადგარები აწარმოა. მათ შორის არის ისეთი დაჯავშნული ტრანსპორტიორები და ვერტმფრენები, როგორებიც არის KİRPİ-ქირფი, BMC-Efe, ბმჯ ეფე, KAYA-ქაია, PARS-ფარსი, EJDER-ეჟდერი, EJDER YALÇIN-ეჟდერ იალჩინი, COBRA-კობრა და URAL-ურალი და სხვა.

ამ ჩამოთვლილების ერთი ნაწილი თურქეთის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა, ხოლო მეორე ნაწილი კი ექსპორტში გააგზავნეს. მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, რომ თურქული სამხედრო იარაღები და მანქანა დანადგარები ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებენ, ამიტომაც გაიზარდა მათზე მოთხოვნილება ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც. ეს ითქმის არა მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტზე, არამედ საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზეც.

ამის მკაფიო მაგალითებია სამხედრო საზღვაო ტრანსპორტი  MİLGEM-ი და ATAK-ის სახელწოდების მოიერიშე ვერტმფრენი. პაკისტანმა უკვე 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა თურქეთთან და მის ფარგლებში 30 ცალ ატაკის ვერტმფრენს შეიძენს. ამავე პაკისტანმა თურქეთთან მოლაპარაკებები დაიწყო 4 ცალი  სამხედრო საზღვაო ტრანსპორტის, MİLGEM-ის შესყიდვაზე.

ანკარამ დიდ წარმატებას მიაღწია ასევე სამხედრო საჰაერო ტრანსპორტის, განსაკუთრებით უპილოტო და უიარაღო საფრენი აპარატის, BAYRAKTAR/ბაირაქტარის წარმოებაშიც. კატარში ჩატარებულ DİMDEX 2018 სახელწოდების გამოფენაზე ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის ფარგლებში 6 ცალი TB2 ტიპის ბაირაქტარი მიეწოდება კატარს.  ამავე გამოფენაზე თურქეთის სამხედრო მრეწველობამ მთლიანობაში 700 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა და მის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებს მცურავ პლატფორმებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, სასწავლო გემებს და მოიერიშე კატარღებს მიაწვდით  

რამდენიმე კვირის წინ კი თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებში უკრაინაში ერთობლივ ქარხანას ააშენებენ, სადაც თურქულ უპილოტო საფრენ აპარატებს, ბაირაქტარებს გამოუშვებენ. სხვათა შორის ეს უპილოტოები ანკარამ წარმატებით გამოიყენა ჩრდილოეთ სირიაში ჩატარებულ ჯერ ევფრატის ფარის და შემდეგ ზეთისხილის რტოს სახელწოდების ანტიტერორისტულ ოპერაციებში. სწორედ ამ უპილოტოების მხრიდან  რადიკალისტური DAEŞ-ელების და ქურთული სეპარატისტული PKK/YPG-ელების ადგილმდებარეობის დაფიქსირების შემდეგ თურქმა სამხედროებმა სამამულე წარმოების ჰაუბიცებით დიდი დარტყმები მიაყენეს მათ

შეიძლება ითქვას, რომ სირიის ჩრდილოეთში წარმოებული ხსენებული ანტიტერორისტული ოპერაციების დროს თურქმა სამხედროებმა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების იარაღები გამოიყენეს, რაც 100%-ით შესძლო თურქეთის სამხედრო მრეწველობამ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქმა სამხედროებმა ევფრატის ფარის და ზეთისხილის რტოს ოპერაციების ფარგლებში ერთის მხრივ წარმატებით გამოსცადეს ახლად შექმნილი სამამულე იარაღები, ხოლო მეორეს მხრივ ისინი კიდევ უფრო სრულყვეს და ზოგიერთი პარამეტრებით და კრიტერიუმებით თურქული წარმოების იარაღები ევროპულებსაც და ამერიკულებსაც საკმარისად სჯობნიან. მოკლედ, თურქეთი სამხედრო მრეწველობაშიც მსოფლიო არენაზე ძლიერი პოზიციების დაკავებას ცდილობს, წერს  სეტას ანალიტიკოსი ჯან აჯუნი

 



მსგავსი ინფორმაციები