აქტუალური თემის ანალიზი 13/2018

თურქეთის გამარჯვება აფრინში

აქტუალური თემის ანალიზი 13/2018

აქტუალური თემის ანალიზი 12/2018

თურქეთის გამარჯვება აფრინში

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში აფრინის ქალაქის ცენტრის და აფრინის რაიონის ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდის შემდეგ რეგიონში სამოქალაქოების დაბრუნება დაიწყო. ჩანს, რომ აფრინის რეგიონში არსებულ PKK/YPG-ს ძალადობას თურქეთში გამოქცეულმა სირიელმა ქურთებმაც უკან დაბრუნება დაიწყეს. მაშინ როდესაც სოფლიო საზოგადოება სირიელი დევნილების პრობლემებზე ბევრს კამათობს და განსაკუთრებით აშშ და ევროპის ქვეყნებში რასიზმი იზრდება, თურქეთის პოლიტიკა სირიაში უზრუნველყოფს სირიელების თავისი ნებით სახლებში დაბრუნებას. 

ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ გათავისუფლებულ რეგიონებში თურქეთის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარების, ინფრასტრუქტურული სამუშაოების, თავისუფალი და სანდო გარემოს წყალობით, თურქეთში მყოფმა სირიელმა დევნილებმა სირიაში დაბრუნება დაიწყეს. თურქეთი ერთის მხრივ ტერორს ებრძვის, მეორეს მხრივ კი სამოქალაქოებისთვის უსაფრთხო ადგილებს ქმნის. ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ გათავისუფლებულ რეგიონებში სირიის ფარგლებს გარედან 200 ათასამდე დევნილი დაბრუნდა. ასევე სირიის სხვა რეგიონებიდან ათასობით სამოქალაქო პირი ჩრდილოეთ ალეპოში ჩავიდა და ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ გათავისუფლებულ რეგიონებში დასახლდა.  

ასადის რეჟიმის მიერ დამასკოსა და მის მიმდებარედ ბლოკადაში მოქცეულ რეგიონებში მყოფი სამოქალაქოების ევაკუაცია თურქეთის მიერ ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდილ ჩრდილოეთ ალეპოში ხორციელდება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ სირიის ბევრ რეგიონში არსებულ ძალადობას გამოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობა ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ გათავისუფლებულ რეგიონებს აფარებს თავს. თურქეთი სირიის შიგნით ჩატარებული ოპერაციებით მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს, ამავდროულად სირიელებს ახალ იმედსა და უსაფრთხო ცხოვრებას აძლევს. მაგალითად, აშშ-ს მიერ PKK/YPG-ს ტერორისტებით ჩატარებული ტაბკას, რაკკასა და დეირ ეზ ზორის ოპერაციების დროს რეგიონიდან იძულებით გადასახლებული ან PKK/YPG-ს მიერ გასახლებულმა სამოქალაქოებმა ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ გათავისუფლებულ რეგიონში ახალი ცხოვრება დაიწყეს.

აშშ-ს ეგრეთ წოდებული ტერორიზმთან ბრძოლის საფარველის ქვეშ სირიაში PKK/YPG-სათვის გახსნილ რეგიონებში სამოქალაქოების დაბრუნება არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მიერ PKK/YPG-ს კონტროლში გადაცემული რეგიონი ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ გათავისუფლებულ რეგიონზე ბევრად დიდია, მშვიდობიანი მოსახლეობა უკან ამ რეგიონებში დაბრუნების მაგიერ რეგიონში მყოფი სამოქალაქოები გარბიან საზღვარგარეთ ან ჩრდილოეთ ალეპოში. 

ამავე ფორმით ჰუმუსი, ზაბადანი, დარია ან ალეპოს მსგავსი ქალაქები, სადაც ასადის რეჟიმმა და რუსეთმა მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს, ისევ ცარიელია.

სირიაში ერთადერთი რეგიონი, სადაც ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩათვლით სამოქალაქოები დაბრუნდნენ, არის ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ გათავისუფლებული რეგიონები. ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-თი გათავისუფლებული აფრინის რეგიონიც სამოქალაქოებს და დევნილებს უსაფრთხოდ უკან დაბრუნების და ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას მისცემს.

ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ გათავისუფლებულ რეგიონებში ტელ რიფატიდან და მიმდებარე რეგიონიდან PKK/YPG-ს მხრიდან იძულებით გასახლებული ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტელ რიფატელები, რომლებსაც თავიანთ სახლებში დაბრუნება სურთ, თურქეთისა და თავისუფალი სირიის არმიის ძალების მიერ ტელ რიფატისა და მიმდებარე რეგიონის PKK/YPG-ს მილიტანებისგან გაწმენდისა და სამოქალაქოების და დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების მოთხოვნით გამოსვლებს აწყობენ. თურქეთმა კი იმისათვის, რომ ტელ რიფატელებმა ტელ რიფატში დაბრუნება შესძლონ მუშაობა დაიწყო.

მაგალითად, გერმანიაში სირიელი დევნილების საკითხზე კამათი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემაა. განსაკუთრებით რადიკალურად მემარჯვენე პარტია AFD-ს სირიელი დევნილების გერმანიაში ყოფნა არ სურს. პარტია AFD-მ ამ ასპექტში სირიაში დელეგაცია გააგზავნა და ასადის რეჟიმთან დევნილების იძულებით რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება გამართა. თუმცა გერმანიის საზოგადოებამ ეს იდეა არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მიგრანტების ასადის რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში დაბრუნების შემთხვევაში მათ ბევრი საფრთხე ემუქრება. განსაკუთრებით ასადის რეჟიმის მიერ მიგრანტების მოღალატედ მიჩნევამ, მათმა წამებამ და რეპრესიული მეთოდების გამოყენებამ აჩვენა ეს იდეა რამდენად ეწინააღმდეგება ადამიანურ ფასეულობებს.

იმის გამო, რომ თურქეთმა სამოქალაქოებისა და დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნებისათვის ტერორისტებისგან გაწმენდილ რეგიონებში უსაფრთხო და თავისუფალი ტერიტორიების შექმნა, დევნილები სახლებში თავიანთი ნებით ბრუნდებიან. ასევე ერაყის შიგნით PKK-ს არსებობის აღკვეთისთვის სინჯარში შესაძლო სამხედრო ოპერაციაც სამოქალაქოების თავიანთ სახლებში დაბრუნებას უზრუნველყოფს. სინჯარის რეგიონზე დეაშ-ის მიერ თავდასხმის შემდეგ იეზიდების დიდმა ნაწილმა მათგან გაქცევა მოახერხა. თუმცა რეგიონის დეაშ-ისგან გაწმენდის მიუხედავად იეზიდების 80% კვლავ სინჯარის გარეთ მდებარე ბანაკებში ცხოვრობს. რადგანაც რეგიონში PKK-ს არსებობა ხელს უშლის იეზიდების თავიანთ სახლებში დაბრუნებას. თურქეთის მიერ ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სინჯარის PKK-სგან გაწმენდის შემთხვევაში, იეზიდების დიდი ნაწილი უკან დაბრუნებას შესძლებს. თურქეთმა ჩატარებული ყველა სამხედრო ოპერაციით დაამტკიცა, რომ იგი არა დამანგრეველი, არამედ კონსტრუქციული ძალაა.



მსგავსი ინფორმაციები