აქტუალური თემის ანალიზი 04/2018

ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთის ახალი ეტაპი: ოპერაცია "ზეთისხილის რტო"

აქტუალური  თემის ანალიზი 04/2018

აქტუალური თემის ანალიზი 04/2018

აქტუალური  თემის ანალიზი 04/2018

ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთის ახალი ეტაპი: ოპერაცია "ზეთისხილის რტო"

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

როგორც ეროვნული უსაფრთხოებისათვის, ასევე სირიის ტერიტორიული მთლიანობისათვის სერიოზული საფრთხის შემქმნელი PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-ს წინააღმდეგ თურქეთი დიდი ხანია მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ამზადებდა. ამჟამინდელ ეტაპზე ტერორის სარტყელის დასავლეთის ბოლოში მდებარე აფრინისთვის თურქეთმა მოქმედება დაიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია რეგიონში სამხედრო ძალის შეყვანას ახდენს, იდლიბში აფრინის სამხრეთშიც რეგიონს გარსშემოერტყა. ოპერაცია, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები დიდი ხანია მიმდინარეობს, პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ „აფრინში ოპერაცია ველზე რეალურად დაიწყო“ მოკლედ დროში, 20 იანვარს  17:00 საათზე შეტევაზე გადასვლით დაიწყო. ოპერაციას სახელწოდება „ზეთისხილის რტო“ ეწოდა.

აფრინს, თურქეთსა და სასაზღვრო ხაზზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკური მდებარეობა უკავია. სირიის მასშტაბით 2004 წელს ჩატარებული მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგების მიხედვით, აფრინის რეგიონში 64.758 ადამიანი ცენტრში, რაიონის მასშტაბით კი 172.095 ადამიანი ცხოვრობს. იმის გამო, რომ აფრინზე ასადის რეჟიმის საჰაერო თავდასხმა არ განხორციელებულა, იგი შედარებით უსაფრთხო იყო, რის გამოც აქ დევნილების შესვლა მოხდა. ამჟამად აფრინის რეგიონში, სავარაუდოდ, 300 ათასამდე ადამიანი იმყოფება.

ტერორგანიზაცია ამ რეგიონს ხმელთაშუა ზღვაზე გასვლის შესაძლებლობად მიიჩნევს. ამასთანავე აფრინიდან თურქეთში ამანოსის მთებზე მომარაგების ხაზის შექმნით მილიტანების გადაყვანასა და იარაღის გადატანას ცდილობენ. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურებმა დღემდე აფრინიდან რეგიონში გადასვლისას 40-ზე მეტი ტერორისტის განეიტრალება მოახდინეს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების „ზეთისხილის რტო“ს სახელწოდების აფრინის ოპერაციის შეტევის ეტაპი 20 იანვარს 17:00 საათზე თურქეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავების სირიის საჰაერო სივრცეში შესვლით და აფრინში ტერორისტების სამიზნეების დაბომბვით დაიწყო. PKK/KCK/PYD-YPG-ს თავშესაფრები და საბრძოლო მასალის საწყობად გამოყენებული 108 სამიზნე 72-მა ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავმა გაანადგურა. ოპერაციის პირველმა ეტაპმა მიანიშნა, რომ აფრინში  PKK-ს ტერორის წინააღმდეგ ფართო მასშტაბიანი სამხედრო ჩარევა განხორციელდება. 

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თურქეთის მხარდაჭერილმა სირიულმა ოპოზიციამ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს მეორე დღეს სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს და ბევრი რეგიონის აღება მოახერხეს. დროის გასვლასთან ერთად გამოჩნდა, რომ ოპერაციის პირველადი მიზანი მთიან ტერიტორიებზე მდებარე მაღლობები იყო. YPG-სათვის მოულოდნელი და ყველაზე რთული ფრონტიდან ოპერაციის დაწყება, ოპერაციის სტრატეგიული კუთხით მნიშვნელოვან მინიშნებებს იძლევა. მთიან რეგიონში მდებარე მაღლობების აღებით YPG-ს გაქცევას ხელს უშლიან. მაღლობების აღების შემდეგ თურქეთის შეიარაღებული ძალები და თურქეთი მხარდაჭერით სირიელი ოპოზიციონერები, რეგიონის YPG-სგან სრული გაგებით გაწმენდის ეტაპზე გადავლენ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გახლათ ოპერაციის 8 სხვადასხვა ხაზიდან მიმდინარეობა. YPG-ს აიძულებენ ერთდროულად რამდენიმე ხაზზე იბრძოლოს და მას ძალები არ ეყოს.

დღემდე წარმატებით მიმდინარე ოპერაციაში ტერორგანიზაცია PKK/YPG კი ასიმეტრიულ-ჰიბრიდული ომის ტექნიკით ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, დასახლებულ უბნებში შედის და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. ჩანს, რომ ტერორგანიზაცია მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებით საკუთარ რიგებში მსხვერპლის შემცირებას ცდილობს, თან მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის შექმნით საერთაშორისო შავი პროპაგანდის პროცესის ამოქმედება სურს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც რომ ტერორგანიზაციის წევრები აფრინის ცენტრსა და გარეუბნებში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას რეგიონის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

ოპერაციის სამხედრო მასშტაბებთან ერთად საყურადღებოა დიპლომატიური მასშტაბებიც. რუსეთს, სირიის საჰაერო სივრცე რეჟიმთან დადებული შეთანხმების ჩარჩოებში საკუთარ კონტროლში აქვს აქვს მოქცეული. ცნობილია, რომ რუსეთი, რომელსაც რეგიონის საკონტროლო წერტილები აქვს, შედარებით უფრო მცირე მასშტაბის ოპერაციისათვის თურქეთის დარწმუნებას ცდილობს. თუმცა სახეზეა რომ თურქეთის მიერ აფრინში ტერორის საფრთხის საბოლოოდ აღმოფხვრისათვის მასშტაბური წმენდის ოპერაციის ჩატარებაა საჭირო.

რუსეთთან ერთად თურქეთი აშშ-თან, ევროკავშირის  და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ინტენსიურ დიპლომატიას აწარმოებს. ოპერაციის დაწყებისთანავე ბევრი ქვეყნის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახეს და ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მეორეს მხრივ, საფრანგეთის მიერ ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე გატანის მცდელობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური მცდელობით სირიაში არსებული ჰუმანიტარული მასშტაბების საკითხის განხილვად გადაიქცა. ასევე ევროსაბჭოში PKK-ს მხარდამჭერი ზოგიერთი წრის ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დღის წესრიგში ჩაყენების ინიციატივას ისევ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მცდელობით შეეშალა ხელ.

აშშ-ში ოპერაცია „ზეთისხილის რტო“სთან დაკავშირებით რამდენიმე განსხვავებული განცხადება გაკეთდა და ჩანს, რომ საერთო ჯამში ამ ოპერაციით კმაყოფილები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი, გერმანია და ნატო ოპერაცია „ზეთისხილის ოპერაციას“ ლეგიტიმურად მიიჩნევს, რუსეთი აშშ-ის სირიაში ფლეგმატურ პოზიციას ადანაშაულებს.

                                                                        



მსგავსი ინფორმაციები