აქტუალური თემის ანალიზი 01/2018

რა ხდება ირანში?

აქტუალური თემის ანალიზი 01/2018

აქტუალური თემის ანალიზი 01/2018

აქტუალური თემის ანალიზი 01/2018

რა ხდება ირანში?                 

ირანში სიღარიბისა და უთანასწორობის გასაპროტესტებლად მაშადში დაწყებული დემონსტრაციები ნიშაბურში, შაჰრუდში, კირმანშაჰში, ყუმში, რაშტში, იასდში, ყაზვინში, ზაჰიდანში, აჰვასში და ბევრ სხვა ქალაქში გადავიდა. დემონსტრაციებზე თავდაპირველად მთავრობას აკრიტიკებდნენ, შემდგომ კი ჰამანეის თაოსნობით პოლიტიკური ავტორიტეტებისა და რეჟიმის კრიტიკაც დაიწყო. ყუმის მსგავს ირანის შიიზმის ცენტრში გაისმა ლოზუნგები  "ძირს ჰამანეი, ძირს ჰეზბოლა". დემონსტრაციების დროს ასობით ადამიანი დააკავეს, ბევრი ადამიანი კი დაიღუპა. რა თქმა უნდა, მთავარი კითხვაა რა იქნება ამის შემდგომ ირანში? კიდევ უფრო გაძლიერდება დემონსტრაციები თუ დასრულდება? ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარის ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

ირანის შიდა ბალანსებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ორი მნიშვნელოვანი საკითხია. გაუარესებული ეკონომიკური ვითარება და შიდა პოლიტიკური არეულობები.  

როჰანის მთავრობასა და ჰამანეის შორის მიმდინარე ბრძოლა ბოლო არჩევნების შემდეგ თანდათან გაიზარდა. როჰანის ახლო წრისა და ირანის რევოლუციური გვარდიის მიმართ კორუფციის ბრალდებებმა ირანის ხალხში ირანის სახელმწიფოსადმი ნდობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ირანის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგო და ცუდი მმართველობა თან დაერთო კორუფციას, რამაც ირანის ეკონომიკა კიდევ უფრო უკან დახია. ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველა რესურსის მიუხედავად, ეროვნული შემოსავალი 500 მილიარდი დოლარიდან 350 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ქვეყანაში სერიოზული ინფლაცია და უმუშევრობის პრობლემა არის, ინფრასტრუქტურა არასაკმარისია, ამას ემატება ჰაერის დაბინძურება და  გვალვებთან ბრძოლა. საგარეო პოლიტიკაში გრძელდება ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარება: ლიბანში, იემენში, სირიაში და ერაყში დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს, თუმცა ეს გეო-პოლიტიკური მიღწევები ჩვეულებრივ ხალხს არ აინტერსებს. 

ირანში მიმდინარე გამოსვლებზე საყურადღებო საკითხებიდან ერთ-ერთია ეთნიკური მოტივაციის მქონე დემონსტრაციები. აჰვაზის რეგიონში არაბების, ირანის აღმოსავლეთში ბელუჯების, ირანის დასავლეთით ქურთების და ირანის თურქმენების რეგიონებში გამართულ გამოსვლებზე ზოგიერთი ჯგუფის და დემონსტრანტების ირანის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლების მიზეზი ჩანს, რომ ეთნიკური დისკრიმინაცია არის.   

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციების მთავარი მიზეზი შიდა პოლიტიკური პრობლემები და ხალხის უკმაყოფილებაა, აქციებს საერთაშორისო მასშტაბებიც აქვს. ირანის სახელმწიფო ორგანოები აცხადებენ, რომ მოკლული ადამიანების მკვლელები გარე ქვეყნების აგენტები არიან. აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „ტვიტერი“-თ გაკეთებული ირანის დემონსტრაციების მხარდამჭერი განცხადებებიც სახელმწიფო აპარატების გარე ჩარევების ბრალდებებს ამყარებს. ირანში მიმდინარე გამოსვლებს დიდი კმაყოფილებით შეხვდა ისრაელის პრემიერმინისტრი ნებიანიმ ნეთანიაჰუ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობარ და მოძმე ქვეყანა ირანში საზოგადოებრივი სიმშვიდისა და სტაბილურობის დაცვას, ამ ასპექტში, ყურადღება გამახვილებულია პრეზიდენტ ჰასან როჰანის განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციების მოწყობის უფლება გააჩნია, თუმცა საჭიროა არ დაირღვეს კანონები და არ იქნას დაზიანებული საზოგადოებრივი ქონება და ამის გათვალისწინებით საჭიროა თავი შეიკავონ ძალადობისაგან და არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

„ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე ქვეყანაში სიმშვიდე დამყარდება და კეთილგონივრულობით წინ აღუდგებიან ვითარების გამწვავებას და თავს შეიკავებენ პროვოკაციული გამონათქვამებისა და გარე ჩარევებისაგან.“-ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.  

დონალდ ტრამპის სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით ირანის წინააღმდეგ შექმნილი საუდის არაბეთის, გაერთიანებული არაბული საემიროების, ეგვიპტის, ბაჰრეინის და ისრაელის ერთობლივი ფრონტი ჩანს, რომ დიდი ყურადღებით აკვირდება ირანში მიმდინარე აქციებს. შესაბამისად, ირანის სახელმწიფო წლებია ქვეყანაში არსებული ბევრი პრობლემის მიზეზად გარე ძალებს ასახელებს. ირანის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ისჰაკ ჯიჰანგირიმ კვირის ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ეკონომიკური პრობლემები სხვა პრობლემების მიზეზად გამოიყენეს. უკანა პლანზე განსხვავებული სცენარები დგას.“ ჰასან როჰანიმ ოფიციალურ სამაუწყებლო ორგანი გაზეთ „ირან“-ში გუშინ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა: „ზოგიერთს ხალხი, საკუთარი ამბიციების მისაღწევად სათამაშო ჰგონია.“  

აიათოლა ჰამანეიმ კი ამ კონტექსტში აღნიშნა: „ჩვენი მტრები ქვეყნის ასარევად ფულს, იარაღსა და აგენტებს იყენებენ“, რითაც ბოლო წერტილი დასვა.

თუმცა ირანის საერთაშორისო საზოგადოებაში არსებულმა მტრებმა, არ უნდა დაფარონ, რომ ამ დემონსტრაციებს ხალში სამართლიანი მიზეზები აქვს. ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გამო ისედაც გარკვეული პერიოდია მცირე ზომის გამოსვლები ეწყობოდა. ჩვენს წინაშეა ირანი, სადაც ყველა ბუნებრივი რესურსის მიუხედავად, ხალხი თანდათან ღარიბდება. ამასთანავე ბოლო პერიოდში რეჟიმთან კავშირის მქონე კაპიტალის ფინანსური კომპანიების გაკოტრებამ და მილიონობით ადამიანის დაზარალებამ დემონსტრაციების დაწყებაზე გავლენა მოახდინა.

ამასთანავე დემონსტრაციებზე გაისმა ლოზუნგები „ფული არ დახარჯოთ სირიაში, ღაზასა და ლიბანში“, „ხალხი მათხოვრად გადაიქცა“, „დაანებე სირიას თავი და ჩვენ მოგვხედე“, „არც ღაზა, არ ლიბანი, ჩემი სიცოცხლე ირანს ენაცვალოს“, „ძირს ჰეზბოლა“ და სხვა ეს კი აჩვენებს, რომ დემონსტრანტები ირანის სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ექსპანსიონისტური პოლიტიკით უკმაყოფილო არიან. ირანი ერთის მხრივ ეკონომიკურ პრობლემებს ებრძოდა, მეორეს მხრივ ახლო აღმოსავლეთში ექსპანსიონისტურ პოლიტიკას აწარმოებდა. ცნობილი იყო, რომ ირანში არსებობდა საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აღნიშნული პოლიტიკა არ მოსწონდა. ირანსა და სირიაში მებრძოლი შეიარაღებული პირებისათვის მიცემული თანხა საკუთარ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებზე გაცემულ ხელფასზე მეტია.   

ამასთანავე გაისმოდა ლოზუნგები „არ გვინდა ისლამური რესპუბლიკა“, „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ირანის რესპუბლიკა“ და სხვა რაც აჩვენებს, რომ ირანის დესპოტური რეჟიმის უკმაყოფილოები არიან. დემონსტრაციებზე ირანის ჩამოგდებული ლიდერის რიზა შახ ფეჰლევისადმი ლოცვა ამ კონტექსტში ირონიულია. გლობალური კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების მქონე ირანელებს განსაკუთრებით თურქეთის მსგავს მუსლიმურ ქვეყნებთან საკუთარი ცხოვრების სტილის და სტანდარტების შესაძლებლობა აქვთ. საბოლოოდ ირანში დემონსტრაციების დაწყების გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს. ერთის მხრივ თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ძიება, მეორეს მხრივ ქვეყნები რომლებიც ირანში ქაოსის გამოწვევას ცდილობენ. თურქეთის ირანში მიმდინარე მოვლენებისადმი მიდგომა კი ორივე ჭეშმარიტების ამსახველ ბალანსზე ფორმირებული - წერს  პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი ჯან აჯუნი საკუთარ სტატიაში.    


საკვანძო სიტყვები: ირანი , აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები