თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 50/2017

"პარტნიორობა მშვიდობისათვის" და ყაზახეთი

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 50/2017

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 50/2017

"პარტნიორობა მშვიდობისათვის" და ყაზახეთი  

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ევრაზიის რეგიონსაც მოიცავს. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში გავაანალიზებთ პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და ყაზახეთის თანამშრომლობას. ამ თემაზე გთავაზობთ ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარის, ჯემილ დოღაჩ იფექის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მთავარი მიზანია ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს ალტერნატივად შეთავაზებული უსაფრთხოების სტრუქტურების შეზღუდვა. მის მიხედვით, ნატოს ერთის მხრივ გაფართოებით ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები წევრად უნდა მიეღო, მეორეს მხრივ თავისი ფასეულობები გარშემო უნდა გაევრცელებინა.

აბსოლუტურ წინააღმდეგობებზე შექმნილმა უსაფრთხოების გაგებამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიმზიდველობა დაკარგა. ნატოც იძულებული გახდა ცივი ომის დროინდელი უსაფრთხოების აღქმა შეეცვალა. საბჭოთა ბლოკიდან გამოსული ყველა ქვეყნის ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია. ამის გამო წარმოიქმნა შუალედური გადაწყვეტილებების ძიების აუცილებლობა. ამ კონტექსტში შექმნილი „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნები რაც სრული გაგებით ნატოში შეჰყავს და არც მის გარეთ ტოვებს.  

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მთავარი მიზნებია: - აღმოსავლეთ ევროპის, შავი ზღვის, კავკასია/შუა აზიის და ბალკანეთის ქვეყნებსა და ნატოს შორის კორპორატიული თანამშრომლობის გაზრდა, ამ ქვეყნების ნატოს საერთო უსაფრთხოების ინტერესებისათვის უსაფრთხოდ გადაქცევა, -ამ ქვეყნების მიერ რეგიონის უსაფრთხოებაზე დადებითი კუთხით გავლენის მოხდენა. აქ სასურველია „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრი ქვეყნების გრძელ ვადებში ნატოს შექმნის ფასეულობების გარშემო შემოკრება. ამასთანავე საბოლოო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში წვლილის შეტანა. ამის გამო „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ არის პროექტი, რომელიც წევრების საშუალო და გრძელ ვადებში გარდაქმნას ითვალისწინებს.

ყაზახეთის ნატოსთან პრაქტიკულ დონეზე უსაფრთხოების თანამშრომლობა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში 1994 წელში ხელმოწერით ოფიციალურად დაიწყო. ნატოს სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და შუა აზიაში, ჯეიმს აპატურაის აზრით, ყაზახეთი რეგიონში ყველაზე აქტიური პარტნიორია. ურთიერთ თანამშრომლობის განსახორციელებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი 2006 წელში ერთობლივად შექმნილი ორ წლიანი ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაა. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით ალიანსს ყაზახეთისათვის, ქვეყნის სპეციფიური საჭიროებებისა და პრიორიტეტების მიხედვით შეუძლია დახმარების გაწევა. ამით ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების განვითარებაშიც წვლილი შეაქვს.

1995 წლიდან დღემდე ყაზახეთმა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში თავდაცვის რეფორმის, სამხედრო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, სამოქალაქო-სამხედრო კავშირების, საგანგებო სიტუაციების დაგეგმვისა და კატასტროფებთან ბრძოლის, ტრენინგებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის მსგავს რიგ პროგრამებში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების ფარგლებში ნატომ ყაზახეთს თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების სამინისტროს რეფორმების პროცესში მნიშვნელოვანი გამოცდილებები გაუზიარა.

2008 წლის ივლისში ყაზახეთ-ნატოს თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში შუა აზიაში KAZCENT-ის სახელწოდებით „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ტრენინგების პირველი ცენტრი ალმაატში სახმელეთო ძალების სამხედრო ინსტიტუტში გაიხსნა. KAZCENT-ი 2010 წლის დეკემბერში ნატოს მიერ პარტნიორობის განათლებისა და სწავლების ცენტრად იქნა აკრედიტირებული. ცენტრის მთავარი მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან სამშვიდობო ძალების ოპერაციებში მონაწილეობისათვის სათანადო სამხედრო პერსონალის მომზადება.

ნატო-ყაზახეთის თანამშრომლობის სფეროებიდან ერთ-ერთი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაა. ყაზახეთი, ტერორიზმთან ბრძოლის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რის ფარგლებშიც ყაზახეთი ნატოს შესაბამის ინფორმაციებსა და ანალიზებს უზიარებს, ავითარებს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობებს, აფართოებს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას და აძლიერებს სასაზღვრო უსაფრთხოებას.

შედეგად, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყაზახეთისათვის სხვადასხვა მხრივ სასარგებლოა. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ყაზახეთს ეხმარება ტერორიზმთან, რელიგიურ ექსტრემიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოკონტრაბანდასთან, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან და სხვა სირთულეებთან ბრძოლაში. როგორც ვიცით, ყაზახეთი ნატოში სრულ გაწევრიანებას არც ცდილობს. თუმცა ყაზახეთისათვის ნატოსთან კორპორატიული თანამშრომლობა დიდი მნიშვნელობის მატარებელია. რადგანაც ეს თანამშრომლობა ყაზახეთის მხოლოდ სამხედრო კუთხით გაძლიერებით არ შემოიფარგლება. ამავდროულად ზრდის რეგიონალურ სტაბილურობას, აძლიერებს შუა აზიაში უსაფრთხოების თანამშრომლობას და დიდი მეზობელი ძალების შუა აზიაზე გარე ზეწოლას ამსუბუქებს. 

პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წყალობით ნატო ქმნის სახელმწიფოების აუზს, რომლებსაც ნატოსთან შეწყობილად მუშაობა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. სხვა მხრივ პარტნიორი ქვეყნები საკუთარი სამხედრო მოდერნიზაციის მიზნების განხორციელებას ახდენენ. ყაზახეთის ნატოსთან თანამშრომლობის გაფართოება ეჭვგარეშეა რომ თურქეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყაზახეთ-ნატოს თანამშრომლობის დონის გაზრდა ყაზახეთ-თურქეთის ურთიერთობებზეც დადებითად აისახება. ეს კი ისედაც კარგ დონეზე მყოფი ყაზახეთ-თურქეთის ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადასვლას გამოიწვევს - წერს ანალიტიკურ სტატიაში ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარი, ჯემილ დოღაჩ იფექი



მსგავსი ინფორმაციები