19 ივნისი ისტორიაში

19 ივნისი ისტორიაში

19 ივნისი ისტორიაში

19 ივნისი ისტორიაში

1862 წლის 19 ივნისს აშშ-ში ოფიციალურად გაუქმდა მონობა. ამერიკაში მონობის გაუქმების პროცესი სისხლიანი იყო და იგი ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების მიზეზი გახდა. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, რომელმაც ქვეყანა ორად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკად გაყო, 600 ათასი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ, დიდი ბრძოლის შედეგად მონობა ოფიციალურად გაუქმდა. მონობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1440-იან წლებში დაიწყო და თითქმის 400 წელი გაგრძელდა. ევროპაში ინგლისით დაწყებული აკრძალვის პროცესი ოსმალეთის სახელმწიფოში გაგრძელდა და 1847 წელში სულთან აბდულმეჯითმა გამოცემული ფირმანით მონობა მთლიანად გააუქმა.

1910 წლის 19 ივნისს ვაშინგტონში, კერძოდ სპოკანში, პირველად აღნიშნეს მამის დღე. ამის შემდეგ კი მისი აღნიშვნა ამერიკის სხვადასხვა შტატებშიც დაიწყეს და მამის დღე პირველად ოფიციალურად 1924 წელში იმ პერიოდის აშშ-ს პრეზიდენტის კალვინ კულიჯის მხარდაჭერით იზეიმეს. მამის დღეს თურქეთის ჩათლით მრავალ ქვეყანაში ივნისის თვის მესამე კვირა დღეს აღნიშნავენ.

1937 წლის 19 ივნისს შოტლანდიელი მწერალი ჯეიმს ბარი გარდაიცვალა. ჯეიმს ბარიმ რთული ბავშვობის შემდეგ 1880 -იან წლებში ლონდონში დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა. პირველი ნაწარმოები „სიკვდილი უკეთესია“ მან 1887 წელში გამოსცა, რას მოჰყვა „ძველი შუქის ენები“ და „თრამსში ერთი ფანჯარა“. იგი ათეულობით რომანის ავტორია, თუმცა მას ყველაზე დიდი პოპულარობა „პიტერ პენმა„ მოუტანა. აღნიშნული წიგნი მწერლის გარდაცვალების შემდეგაც კი მრავალ ენაზე ითარგმნა, მასზე გადაიღეს ნახატი ფილმები და პიტერ პენი მსოფლიო ბავშვების გმირია, რომელსაც ყველგან დიდი ინტერესით უყურებენ.

1961 წლის 19 ივნისს ქუვეითმა გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იგი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა,. 16-ე საუკუნეში საგვარეულოების მიერ დაარსებულ ქუვეითს მე-17, მე-18 საუკუნეებში სხვადასხვა საგვარეულო მართავდა. ქუვეითი, რომელიც ნავთობის აღმოჩენის შემდეგ არაბული რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო გახდა, პირველი მსოფლიო ომის წლებში ინგლისელების გავლენის ქვეშ მოექცა და 1953 წელს მსოფლიოს ნავთობის ექსპორტიორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა. ერაყი, რომელიც ქუვეითს საკუთარ ნაწილად მიიჩნევდა, ქვეყნის დაარსების პირველივე წლებიდან ქუვეითის წინააღმდეგ განეწყო1990 წელში, იგი დაიპყრო რითაც სპარსეთის ყურის ომის დაიწყო.

1973 წლის 19 ივნისს თურქი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე თაჰირ ალანგუ გარდაიცვალა. სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ალანგუმ სასოფლო ინსტიტუტში ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო მუშაობა და ერთი პერიოდი გაზეთებში კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებდა. მან მრავალ გაზეთსა და ჟურნალში გამოაქვეყნა ლექსები, სტატიები ისტორიისა და ლიტერატურის შესახებ, კრიტიკული წერილები და სხვა.


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები