16 ივნისი ისტორიაში

16 ივნისი ისტორიაში

16 ივნისი ისტორიაში

16 ივნისი ისტორიაში    

1826 წლის 16 ივნისს ოსმანეთის სულთანმა მაჰმუტ მეორემ იენიჩარების სამხედრო ფორმირება დახურა. თურქული ელიტარული ქვეითი დანაყოფები, იანიჩარები XIV საუკუნეში ძირითადად ქრისტიანი და შემდეგ გამუსლიმებული ახალგაზრდებისაგან შეიქმნა სიპაჰებთან და აკინჯებთან (კავალერია) ერთად შეადგენდნენ ოსმანეთის არმიის ძირითად ბირთვს. იანიჩარებს ასევე სადამსჯელო და პოლიციის საქმეც ევალებოდათ. მათ რამდენჯერმე აჯანყებებიც მოუწყიათ, ამიტომაც მრავალმა სულთანმა სცადა მათი დახურვა, მაგრამ, ამას ვერა და ვერ ახერხებდნენ. როცა გაიგეს მაჰმუტ მეორის მხრიდან მათი კორპუსების შესაძლო დახურვა, აჯანყება დაიწყეს, მაგრამ, მეფემ ეს აჯანყება სიპაჰების და აკინჯების დახმარებით სისხლში ჩაახშო, რადგან ლიკვიდირება გაუკეთეს 6 ათასამდე იანიჩარს, ხოლო 20 ათასამდე კი დააპატიმრეს და ასე მოეღო ბოლო ამ თურქულ ელიტურ ქვეით ფორმირებას

1919 წლის 16 ივნისს თურქი მოხალისეებისაგან შემდგარი შეიარაღებული ჯგუფი, რომელშიც ალი ეფე და მისი ამხანაგები შედიოდნენ, თავს დაესხნენ ეგეოსის ზღვის სანაპიროების დამპყრობი ბერძნების აიდინის ოლქში შემავალ დაბა მალგაჩში გახსნილ პოლიციის განყოფილებას და ხელთ იგდეს დიდძალი სამხედრო სურსათ სანოვაგე და იარაღი. ეს იყო თურქული პარტიზანული მოძრაობის დაწყება და მათ შესძლეს ბერძნული ჯარების წინსვლის შეჩერება. ამ დროს ალი ეფე მხოლოდ 19 წლის იყო და შემდეგში მისი ეს პარტიზანული ფორმირება შეუერთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ბერძნების ანატოლიიდან განდევნამდე იბრძოდა ეს ფორმირება. ალი ეფე დაჯილდოებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით. პირველი თურქი პარტიზანი ალი ეფე 1953 წელს გარდაიცვალა

1963 წლის 16 ივნისს კოსმოსში გაფრინდა პირველი კოსმონავტი ქალი ვალენტინა ტერეშკოვა. ეს რუსი კოსმონავტი კოსმოსში Vostok-6 სახელწოდების ხომალდით გაფრინდა. იგი კოსმოსში სამ დღეს დარჩა და 48-ჯერ შემოუარა დედამიწას, რითაც იმ დროისათვის კოსმოსში ყოფნის ახალი რეკორდიც დაამყარა. ვალენტინა ტერეშკოვა 1960 წელს შევიდა რა კომუნისტურ პარტიაში, ამის შემდეგ კოსმოსური პროგრამის სწავლა დაიწყო და მის გაფრენას მხარი დაუჭირა კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელმა სერგეი კოროლიოვმაც და საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმაც

1979 წლის 16 ივნისს სტამბოლში გარდაიცვალა თურქული თეატრისა და კინოს წამყვანი მსახიობი აიჰან იშიქი. მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა ტვინში სისხლის ჩაქცევა. მან მთლიანობაში 200-მდე ფილმში ითამაშა, ხოლო ამის პარალელურად ათობით ფილმისათვის სცენარიც დაწერა, რეჟისორიც იყო პროდიუსერიც. პირველი როლი მან 1951 წელს გადაღებულ ფილმ “იავუზ სულთან“-ში იენიჩარ ჰასანი შეასრულა. სამსახიობო კარიერაში მან მრავალი ადგილობრივი თუ უცხო ჯილდოები დაიმსახურა და თურქი კინომოყვარულები მას უგვირგვინო მეფეს ეძახიან. 1970 წლიდან დაწყებული ისიც აჰყვა მოდას და მრავალ ფილმში თვითონ გაახმოვანა სიმღერები

 


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები