15 ივნისი ისტორიაში

15 ივნისი ისტორიაში

15 ივნისი ისტორიაში

15 ივნისი ისტორიაში

22 წელია რაც აზერბაიჯანი 15 ივნისს ეროვნული ხსნის დღეს აღნიშნავს. როგორც ცნობილია 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აზერბაიჯანმა და სომხეთმა, რომლის უკან რუსეთი იდგა, მთიანი ყარაბაღისათვის ბრძოლა დაიწყეს, რასაც 1993 წელს საველე მეთაურის სურეთ ჰუსეინოვის აჯანყებაც მოჰყვა და აზერბაიჯანი სამოქალაქო ომის პირისპირ დადგა. როცა სურეთ ჰუსეინოვის ფორმირებები ბაქოს მიადგნენ, აზერბაიჯანის მთავრობამ ხსნის მიზნით ნახიჭევანის ლიდერი ჰეიდარ ალიევი მიიწვია ბაქოში და იგი ჯერ პარლამენტის თავჯდომარედ, შემდეგ კი პრეზიდენტად იქნა არჩეული და მისი პარლამენტის თავჯდომარედ დანიშვნის დღე 15 ივნისი მას შემდეგ როგორც ეროვნული ხსნის დღე ისე აღინიშნება, რადგან მან ბოლო წერტილი დაუსვა სურეთ ჰუსეინოვის პარპაშს და ქვეყანაში ბოლო წერტილი დაუსვა აჯანყებებს და გადატრიალებებს, რასაც შემდეგ სომხებთან ზავიც მოჰყვა

1941 წლის 15 ივნისს ჩრდილოეთ აფრიკაში განლაგებულმა ინგლისურმა ფორმირებებმა გერმანიისა და იტალიის არმიების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს და მას კოდური სახელწოდება ჩაქუჩი ეწოდა. ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა ლიბიის ჩრდილოეთში, ხმელთაშუაზღვისპირა საპორტო ქალაქ ტობრუკის გერმანელების ალყისაგან განთავისუფლებას. სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი ამ ლიბიური ქალაქის შტურმი ინგლისმა განახორციელა 20 ათასი ჯარისკაცით და 200 ტანკით. 3 დღიანმა იერიშმა წარუმატებლად ჩაიარა და ინგლისის არმიამ უკან დახევა დაიწყო. ამ ქალაქის აღება ინგლისელებმა მხოლოდ მომდევნო წელს, 1942 ნოემბერში შესძლეს

1961 წლის 15 ივნისს სტამბოლში გარდაიცვალა თურქული ლიტერატურის ერთ ერთი უდიდესი წარმომადგენელი, მწერალი და პოეტი ფეიამი სეფა. იგი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როცა მამა გარდაეცვალა და ამიტომ ბავშვობიდან დაიწყო მუშაობა და ოჯახისადმი დახმარება. პირველი მოთხრობები მან 1918 წელს ერთ ერთ გაზეთში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უკვე მასიურად დაიწყო ჯერ ნოველების, შემდეგ რომანების გამოქვეყნება. ასე რომ, მომდევნო 43 წლის განმავლობაში იგი მწერლობის პარალელურად ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და თანამშრომლობდა მრავალ გაზეთსა და ჟურნალში. ფეიამი სეფას მრავალი რომანი ეკრანიზებულ იქნა, ხოლო ფატიჰ ჰარბიე კი გასულ წელს სერიალის სახით იქნა ნაჩვენები თურქულ არხებზე. მისი რომანები მრავალ უცხოურ ენაზეც არის თარგმნილი

2002 წლის 15 ივნისს ერთმა ასტეროიდმა დედამიწას 120 ათასი კმ-ის მანძილზე დაუახლოვდა და ჩაუარა. მნ-ის სახელწოდების ასტეროიდი ერთი საფეხბურთო სტადიონის ხელა იყო და საათში 38 ათასი კმ-ის სისწრაფით ჩაიქროლა დედამიწასა და მთვარეს შორის. თუ ეს ასტეროიდი დედამიწაზე ხალხმრავალ ადგილზე ჩამოვარდებოდა, მაშინ, მას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვებოდა, ხოლო მიყენებული მატერიალური ზარალი კი 1908 წელს ციმბირში ჩამოვარდნილი ასტეროიდის მიერ გამოწვეული ზარალის ოდენობის იქნებოდა. 1908 წელს ციმბირის ტუნგუსკას რეგიონში ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა 2000 კვადრატული კმ-ის ფართობის ტყე მთლიანად გაანადგურა

 


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები