12 ივნისი ისტორიაში

12 ივნისი ისტორიაში

12 ივნისი ისტორიაში

12 ივნისი ისტორიაში

1913 წლის 12 ივნისს საიდ ჰალიმ ფაშა, მაჰმუდ შევქეთ ფაშას გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის დიდვეზირი გახდა. საიდ ჰალიმ ფაშამ, რომელიც გაერთიანებისა და პროგრესის პარტიის პერიოდში ოთხი წლის მანძილზე დიდვეზირის მოვალეობას ასრულებდა, კაიროში საშუალო განათლების მიღების და არაბულის, ფრანგულის, ინგლისურისა და სპარსულის შესწავლის შემდეგ, შვეიცარიაში პოლიტიკური მეცნიერებები შეისწავლა. ბულგარელებთან წარმოქმნილი პრობლემის დროს ფაშამ მოახდინა შეთანხმება, რომლითაც ედირნე ოსმალეთის შემადგენლობაში დარჩა. პირველი მსოფლიო ომის დროს მას გერმანელების გვერდით არ დადგომის საკითხზე გაერთიანებისა და პროგრესის წევრებისაგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, ამის მიუხედავად ოსმალეთ-გერმანიის ალიანსს პირადად მის ბოსფორის სრუტის სანაპიროზე მდებარე კოშკში „საიდ ჰალიმ ფაშას კოშკში“ მოეწერა ხელი. 1917 წელს საიდ ფაშამ დიდ ვეზირის თანამდებობა დატოვა და ზოგიერთ დეპუტატთან ერთად რომში წავიდა. 1921 წელს მას რომში თავს დაესხა სომეხი კომიტეტის წევრი და დაიღუპა.

1924 წლის 12 ივნისს გაიხსნა ჰეიბელიადას სანატორიუმი. თურქეთის პირველი საგანმანათლებლო და კვლევითი საავადმყოფო ჰეიბელიადას სანატორიუმი ათათურქის ბრძანებით გაიხსნა. ჰეიბელიადას სამხრეთ მაღლობზე ფიჭვის ტყის სიღრმეში აგებული საავადმყოფო ამავდროულად თურქეთის პირველი ტუბერკულოზის სამკურნალო საავადმყოფო გახლდათ. შვეიცარიაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს მაგალითზე აგებული საავადმყოფო თავდაპირველად 16 ადგილზე იყო გათვლილი, თუმცა მას დროთა განმავლობაში სხვა ნაგებობებიც მიამატეს და საწოლების რაოდენობაც გაიზარდა. იგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ტუბერკულოზის დაავადების შესწავლისა და კვლევის საავადმყოფოდ იქნა აღიარებული. 1999 წლის მიწისძვრის დროს დაზიანებული საავადმყოფო 2005 წელში მთლიანად დაიხურა.

1967 წლის 12 ივნისს საბჭოთა კავშირმა ვენერა 4-ის სახელწოდების უპილოტო კოსმოსური ხომალდი გაუშვა. პლანეტა ვენერაზე გაგზავნილმა ვენერა ოთხმა 4 თვის შემდეგ პლანეტას მიაღწია, მის ატმოსფეროში შევიდა, საიდანაც მონაცემები გამოაგზავნა და ატმოსფეროდან ინფორმაციის მომწოდებელი პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა. 1100 კილოგრამის წონის აპარატმა ვენერას ნახშირორჟანგიან ატმოსფეროში შეაღწია და დაშვებამდე ტემპერატურისა და წნევის შესახებ მონაცემები გამოაგზავნა, რომლის მიხედვითაც, ვენერაზე ტემპერატურა 475 გრადუსი, ხოლო წნევა კი 27-ჯერ მეტი იყო ვიდრე დედამიწაზე. არსებული ცუდი კლიმატური პირობების გამო ვენერა ოთხი 25 კილომეტრის სიმაღლეზე დაზიანდა და ამგვარად ვენერა ოთხის მეშვებით პლანეტებს შორის პირველად მოხდა ინფორმაციის გადაცემა. საბჭოთა კავშირმა ერთი წლით ადრე ვენერას პროგრამის ფარგლებში ვენერაზე ორი აპარატიც გაუშვა, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამო მათ მუშაობა ვერ მოახერხეს.

1979 წლის 12 ივნისს ბრაიან ალენმა პედლებიანი პროპელერით ლა მანშის სრუტე გადალახა. ამერიკელმა გამომგონებელმა, ბრაიან ალენმა, მის მიერ შექმნილი საჰაერო მოწყობილობით, რომელსაც ადამიანი ამუშავებდა, ლა მანშის სრუტე გადალახა. “Gossamer Albatros”-ის სახელწოდების მოწყობილობა პედლების მეშვეობით მომუშავე პროპელერით საჰაერო ველოსიპედის მსგავსი იყო. საწინააღმდეგო მიმართულების ქარისა და ტურბულენტური დინების მიუხედავად, ალენმა 2 საათსა და 49 წუთში გადალახა 22 მილი და ამ წარმატებით 205 ათასი დოლარის ოდენობის „კრემერის პრემია“ მოიპოვა.

 


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები