ამერიკამ აშ-შებაბის ობიექტები დაბომბა

ლიკვიდირებულ იქნა 4 ტერორისტი

ამერიკამ აშ-შებაბის ობიექტები დაბომბა

 

აშშ-ს აფრიკის ძალების სარდლობის (AFRICOM) მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, მათმა კუთვნილმა გამანადგურებლებმა მორიგი სამხედრო ოპერაცია განახორციელეს და მიზანში ამოიღეს  რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია აშ-შებაბის სომალის სამხრეთში არსებული ობიექტები, რის შედეგადაც ადგილზევე ლიკვიდირებულ იქნა 4 ტერორისტი. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს თავდასხმა გუშინ განხორციელდა და იგი მიზნად ისახავდა სომალის ქვემო ჯუბბას რეგიონში მდებარე არაარის რაიონში მყოფი ამერიკელი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას



მსგავსი ინფორმაციები