ჯეიმს ჯეფრი სირიის წარმომადგენელი გახდა

იგი პროთურქული განწყობით გამოირჩევა

ჯეიმს ჯეფრი სირიის წარმომადგენელი გახდა

 

აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლად სირიაში, ყოფილი ანკარის ელჩი ჯეიმს ჯეფრი დაინიშნა, რომელმაც ფიცის დადებით თავისი მოვალეობის შესრულება დაიწყო.

ეს თანამდებობა აშშ-სათვის ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციად ითვლება.

ბოლო დროს ჯეფრი, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ვაშინგტონის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტად მუშაობდა და ვაშინგტონში გამართულ მრავალ პანელში ხაზს უსვამდა რა თურქულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობას, ამბობდა, რომ სირიაში მოქმედი ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია YPG-ე, არსებითად PKK-ს სირიულ ფრთას წარმოადგენს და მათ შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს.

ჯეიმს ჯეფრი დაიბადა 1946 წელს,  2008-2010 წლებში თურქეთის და 2010-2012 წლებში ერაყის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა



მსგავსი ინფორმაციები