პაკისტანში დაეშის ტერაქტები არჩევნების წინ

არიან დაღუპულები

პაკისტანში დაეშის ტერაქტები არჩევნების წინ

პაკისტანში არჩევნების წინ ორ მიტინგზე მომხდარი ტერაქტების შედეგად წინასწარი მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა, 230-ზე მეტი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით ქვეყნის დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში განხორციელებული ტერაქტების სამიზნე  ბელუჯისტანის პარტია ავამის კანდიდატი რაისანი იყო. ტერაქტის შედეგად თვით რაისანის ჩათვლით 128 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულები რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  თავდასხმა საკუთარ თავზე ტერ-ორგანიზაცია დაეშმა აიღო. გუშინ პაკისტანში არჩევნების წინ კიდევ მეორე თავდასხმა განხორციელდა რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 4 ადამიანი დაიღუპა 32 კი დაშავდა.  



მსგავსი ინფორმაციები