მსოფლიო პაკისტანში არჩევნების წინ მომხდარ ტერაქტებს გმობს

მსოფლიო პაკისტანში არჩევნების წინ მომხდარ ტერაქტებს გმობს

მსოფლიო პაკისტანში არჩევნების წინ მომხდარ ტერაქტებს გმობს

საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ბაჰრეინი  პაკისტანში არჩევნების წინ მომხდარ ტერაქტებს გმობენ. პაკისტანში არჩევნების წინ აქციებზე მომხდარი ტერაქტების შედეგად 132 ადამიანი დაიღუპა. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში პაკისტანში არჩევნების წინ აქციებზე მომხდარი ტერაქტები დაგმო. „კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ტერორიზმის და რადიკალიზმის წინააღმდეგ პაკისტანის გვერდით ვართ“, ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ამ ფაქტთან  დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა რა, მომხდარი დაგმო და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა. აღნიშნულ ფაქტს ბაჰრეინიც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში ყოველგვარი ძალადობა და ტერორი, რომელიც არჩევნების წინ პაკისტანში ხდება დაგმო და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა და პაკისტანს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები