კიმმა წერილი გაუგზავნა ტრამპს

“ჩვენი შეხვედრის დადებით ნაყოფებს მალე მოვიმკით“

კიმმა წერილი გაუგზავნა ტრამპს

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო საზოგადოებრიობას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ იონგ-ენის მხრიდან მისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსი გაუზიარა.

გასულ თვეს, ტრამპსა და კიმს შორის სინგაპურში ჩატარებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამოგზავნილ ამ წერილს აშშ-ს პრეზიდენტმა ძალიან კარგი წერილი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყანის ურთიერთობების განვითარებაში დიდი პროგრესი დაფიქსირდა:

"პატივცემულო პრეზიდენტო, 24 დღის წინ სინგაპურში ჩვენს შორის ჩატარებული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენ სათავე დავუდეთ მართლაც მნიშვნელოვან მოვლენას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ენერგიისა და საგანგებო ძალისხმევისათვის, რომელიც გამოიჩინეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის. თქვენო აღმატებულება პრეზიდენტო, მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ ორივემ გულწრფელი ძალისხმევა და უპრეცედენტო მიდგომა გამოვიჩინეთ და მალე მის დადებით ნაყოფებს მოვიმკით", აღნიშნულია კიმის მიერ ტრამპისათვის გაგზავნილ წერილში.



მსგავსი ინფორმაციები