პუტინ-ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა გაიმართა

პუტინ-ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა გაიმართა

პუტინ-ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა მოსკოვში ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთ-ისრაელს შორის ურთიერთობები არა მხოლოდ ეკონომიკის არამედ სხვა სფეროებშიც უკეთესობისკენ მიდის.  „ზოგადად ორმხრივი ურთიერთობები უკეთესობისკენ მიდის. ეს რა თქმა უნდა პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება. სამხედრო საკითხებში ურთიერთობები კარგ დონეზე ვითარდება“, განაცხადა პუტინმა. ნეთანიაჰუმ კი რუსეთში ვიზიტები და პუტინთან შეხვედრების შესახებ შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა შეხვედრაზე რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს იხილავენ. მისივე თქმით შეხვედრაზე ასევე სირიის, ირანის და სხვა მნიშვნელოვანი  საკითხები განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები