ტრამპი და პუტინი შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი და პუტინი შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ

ტრამპი და პუტინი შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის სახელმწიფოს მეთაური, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა 11-12 ივლისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასამართ ნატო-ს სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ.

ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპმა და პუტინმა ნატო-ს სამიტზე შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს. აღინიშნა, რომ ტრამპის ხელისუფლება ცდილობს შეხვედრა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში ჩატარდეს, თუმცა რუსულ მხარეს შეხვედრის ნეიტრალურ ზონაში გამართვა სურს.  

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი თვის ბოლოს დედაქალაქ მოსკოვში ვიზიტით ჩავა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გაკეთებულ განცხადებაში, ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ნატო-ს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.


საკვანძო სიტყვები: შეხვედრა , სამიტი , ნატო , პუტინი , ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები