მერკელი ლიბანს სტუმრობს

იგი სტაბილურ ლიბანს სრულ მხარდაჭერას შეჰპირდა

მერკელი ლიბანს სტუმრობს

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იორდანის შემდეგ ლიბანს ეწვია და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ საად ჰარირის შეხვდა, რის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს.

Deutsche Welle თურქულის ცნობით, ორი ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი იყო, ლიბიაში თავშეფარებულ სირიელ ლტოლვილთა საკითხი.

გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბეირუთის შეხვედრამ მეტად წარმატებულად ჩაიარა და მერკელი სტაბილურ ლიბანს სრულ მხარდაჭერას შეჰპირდა.

ჰარირიმ კი სირიელი ლტოლვილების კრიზისის მოსაგვარებლად საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან დახმარება ითხოვა.

მანვე უარი თქვა სირიელებისთვის მოქალაქეობის მიცემაზე.

დღესდღეობით ლიბანს 1 მილიონ 200 ათასი სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს, როცა თვით ლიბანის მოსახლეობა 6 მილიონია.

გერმანიამ გასულ წელს ლიბანს 380 მილიონი ევროს დახმარება მისცა



მსგავსი ინფორმაციები