იემენში 20 ათასი ბავშვი მებრძოლია

იემენში 20 ათასი ბავშვი მებრძოლია

იემენში 20 ათასი ბავშვი მებრძოლია

იემენში 20 ათასი ბავშვი ჰუსიტების რიგებში იბრძვის. ემენის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო,  SABA, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ,  იბთიჰალ ელ-ქემალზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით სამ წელზე მეტია იემენში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს რა, 2 მილიონზე მეტი ბავშვი მუშად მუშაობს. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო ბავშვთა უფლებების კანონმდებლობის მიუხედავად 20 ათასი ბავშვი ჰუსიტების რიგებში იბრძვის. ქემალი თავის განცხადებაში იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ჰუსიტების მიერ ჩადენილი ქმედებების გამო მრავალი სკოლა თუ სხვა საგანმანათლებლო ცენტრი მთლიანად იქნა განადგურებული, რის გამოც 4,5 მილიონზე მეტი ბავშვი განათლების მიღების გარეშე დარჩა.  ჰუსიტები 2014 წლიდან მოყოლებული დედაქალაქ სანას ჩათვლით ზოგიერთ რეგიონზე კონტროლს  ამყარებენ. საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებული კოალიცია, კი  2015 წლის მარტის თვიდან მოყოლებული მთავრობის მომხრეებს და ჰუსიტების წინააღმდეგ მებრძოლებს უჭერს მხარს.



მსგავსი ინფორმაციები