სოფიამ მნიშვნელოვან სამიტს უმასპინძლა

“ევროკავშირის ქვეყნები ბირთვული შეთანხმების ერთგულნი რჩებიან“

სოფიამ მნიშვნელოვან სამიტს უმასპინძლა

 

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტი ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრეს კონფერენცია გამართა და შეეხო რა აშშ-ს გასვლას ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან, თქვა, რომ ამერიკის ეს გადაწყვეტილება რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებს გააძლიერებს და გაამყარებს.

მისივე თქმით, 2015 წელს ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება კვლავ მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის და რომ ბრიტანეთმა და გერმანიამ ამ შეთანხმების გაგრძელებაზე საფრანგეთის პოზიცია ერთხმად გაიზიარეს.  

"რეგიონში ჩვენი მთავარი მიზანი არ არის კომერციულ კომპანიებთან ან ბანკებთან დაახლოება, არც რომელიმე მხარის პოზიციაზე დგომაა, არამედ, ეს არის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისადმი სწრაფვა", განაცხადა მაკრონმა.

იგი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპის ქვეყნებში ფოლადისა და ალუმინის გადასახადების გაზრდის საკითსაც და თქვა, რომ ეს წარმოადგენს "ევროპის ქვეყნების სუვერენიტეტის გამოცდას".



მსგავსი ინფორმაციები