კონფლიქტი ქაშმირის რეგიონში

დაიღუპა 1 ინდოელი ჯარისკაცი და 6 მშვიდობიანი მოქალაქე

კონფლიქტი ქაშმირის რეგიონში

 

პაკისტანსა და ინდოეთის ჯარს შორის კონფლიქტურ ქაშმირის საკონტროლო ხაზზე შეტაკება წარმოიშვა, რის შედეგადაც 1 ინდოელი ჯარისკაცი და 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპნენ.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის არმიიდან განსხვავებული შინაარსის განცხადებები გავრცელდა.

პაკისტანის არმიამ განაცხადა, რომ ინდოელი ჯარისკაცების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 10 პაკისტანელი სამოქალაქო პირი დაშავდა და ამის სამაგიეროდ პაკისტანელმა ჯარისკაცებმა საკადრისი პასუხი გასცეს ინდოელ ჯარისკაცებს.

ინდოეთის არმია კი აცხადებს, რომ პირველი ცეცხლი პაკისტანელმა ჯარისკაცებმა გახსნეს, რის შედეგადაც 1 ინდოელი ჯარისკაცი და 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 7 კაცი კი დაიჭრა



მსგავსი ინფორმაციები