აშშ-ში CIA-ს დირექტორი ქალი გახდა

იგი 33 წელია რაც ამ ორგანიზაციაში მუშაობს

აშშ-ში CIA-ს დირექტორი ქალი  გახდა

 

აშშ-ში, წარსულში წამების მრავალფეროვანი მეთოდებით განთქმული  ჯინა ჰასპელი, სენატში კენჭისყრის შედეგად,  ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ს პირველი ქალი დირექტორი გახდა.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ჯინა ჰასპელის სენატში კანდიდატურის წარდგენას, აშშ-ში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რადგან, 2001 წლის 11 სექტებრის ტერაქტის შემდეგ მან სახელი გაითქვა ტერორისტებზე წამების სხვადასხვა მეთოდების განხორციელებით, რამაც დიდი კამათები გამოიწვია საზოგადოებაში.

100 წევრიან სენატში ჰასპელის კანდიდატურას 45 ხმის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 54 სენატორმა.  

ჰასპელი, რომელიც 33 წლის განმავლობაში CIA-ში მსახურობდა და ამჟამად ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, უახლოეს მომავალში ფიცს დადებს რა, თავის მოვალეობას დაიწყებს



მსგავსი ინფორმაციები