ნიგერიაში გერმანელი ინჟინერი გაიტაცეს

ამ შემთხვევას 1 პოლიციელი ემსხვერპლა

ნიგერიაში გერმანელი ინჟინერი გაიტაცეს

 

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოს, ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ერთი გერმანელი ინჟინერი გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს.

ამ რეგიონის პოლიციის პრესსპიკერმა მაგაჯი მაჯიამ განაცხადა, რომ გერმანელი ინჟინერი მაიკლ კრემზა გატაცებული იქნა კანოს პროვინციაში.

მისივე თქმით, გამტაცებლების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 1 პოლიციელი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.

მართალია ნიგერიის მრავალ პროვინციაში ადამიანის გამოსასყიდის მიზნით გატაცება სიკვდილით ისჯება, მაგრამ, მიუხედავად ამისა მსგავსი მოვლენები ხშირად ხდება



მსგავსი ინფორმაციები