ინგლის და რუსეთს შორის კრიზისი ღრმავდება

ინგლისმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

ინგლის  და რუსეთს შორის კრიზისი ღრმავდება

დიდმა  ბრიტანეთმა  რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის საწინააღმდეგოდ 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინგლისის პრემიერმინისტრ,  ტერეზა მეიმ პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მეის თქმით ეს ქმედება, ცივი ომის შემდეგ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური დიპლომატიური გაძევება იქნება. „რუსი დიპლომატების გაძევება, ინგლისის ტერიტორიაზე რუსების საჯაშუშო ქმედებებს მომავალი წლების განმავლობაში შეზღუდავს,“ განაცხადა მეიმ. ინგლისმა საკითხის,  გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე  გამართვაც მოითხოვა. მეორეს მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი, ინგლისის პრემიერმინისტრის მხრიდან დაწესებულ სანქციებს  მოსკოვი უახლოეს ხანებში უპასუხებს.



მსგავსი ინფორმაციები