ხმელთაშუა ზღვაში 11 დღეში 192 მიგრანტი დაიხრჩო

გასულ წელს ამ ზღვაში მთლიანობაში 3116 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში 11 დღეში 192 მიგრანტი დაიხრჩო

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პრეს წარმომადგენელმა ჯოელ მილმანმა ამ ორგანიზაციის ჟენევის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 11 დღეში 192 თავშესაფრის მაძიებელმა, რომელიც ხმელთაშუა ზღვით ცდილობდა ევროპაში მიღწევას, ამ ზღვის ტალღებში ჰპოვა სამარე, როცა გასული წლის ამავე პერიოდში ამ ზღვაში დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ 12 კაცი იყო.

მისივე თქმით, წელს საზღვაო გზით ევროპას უკვე 1476 თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა და აქედან  577 მათგანი იტალიაში, 614 საბერძნეთში და 285 კი ესპანეთში ჩავიდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმადვე, 2017 წელს ხმელთაშუაზღვით ევროპაში ჩასულ მიგრანტთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა და 171 ათასამდე დავიდა რა, ამათგან 3116 მიგრანტი ზღვაში დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები