აქტუალური თემის ანალიზი 51

ტერორისტული სახელმწიფო და სამართალი

აქტუალური თემის ანალიზი 51

 

სიტყვა სახელმწიფო, პლატონიდან დაწყებული დღემდე დამთავრებული, ასე განისაზღვრება: "ტერიტორიულ მთლიანობაზე დამოკიდებულ, პოლიტიკური თვალსაზრისით ორგანიზებულ ერის ან ერების მიერ ჩამოყალიბებულ იურიდიულ პირს სახელმწიფო ეწოდება".

პოლიტიკური თვალსაზრისით ორგანიზება ხდება გარკვეული წესებისა და პრინციპების ფარგლებში და დროთა განმავლობაში ეს წესები და პრინციპები  კანონებისა და სამართალის ფორმით იქნა მოწესრიგებული.  

დასავლელები პირველად კანონის ამოქმედებას დაიწყებენ 1215 წელს გაფორმებულ ე.წ. მაგნა კარტას შეთანხმებით, ხოლო მუსლიმანური საზოგადოებების კანონები ეფუძნება “მედინას კონვენციას“

ისლამური რელიგიის დამფუძნებელმა მუჰამედმა და მისმა მიმდევრებმა ვერ შესძლეს და ვერ გაუძლეს რა მექას მპყრობელთა მიერ მათთვის მიყენებულ ტანჯვა-წამებას, 623 წელს მექადან მედინაში გაიქცნენ, რასაც ჰიჯრეთს უწოდებენ და სწორედ აქ შეადგინა მუჰამედმა მედინას კონვენცია

მასში მუჰამედი მუსლიმანების, იუდეველების და პაგანების ადამიანურ უფლებებს სრულყოფილად განსაზღვრავს და ამიტომ მედინას კონვენცია იმ ეპოქამდე ცნობილ ყველაზე სრულყოფილ ადამიანის უფლებების დამცავ დოკუმენტად ითვლება.

მართლაც და მასში კერძო პირებისა თუ საზოგადოებების უფლებები და თავისუფლებები გარანტიის ქვეშ არის აყვანილი. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი მანამდე დაქსაქსულად მცხოვრებ არაბულ ტომებს, ერთი სახელმწიფოს საზღვრებში უყრის თავს რა, საზოგადოებისა და ინდივიდების უფლება-მოვალეობებს თუ მათ პასუხისმგებლობებს დეტალურად განსაზღვრავს. მოკლედ,   მედინას კონვენცია არის კაცობრიობის მემკვიდრეობის პირველი და ყველაზე გავრცელებული თავისუფლების დეკლარაცია

ასე რომ, მედინას შეთანხმება ამავდროულად წარმოადგენს ისტორიულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტს სახელმწიფო ცნობიერების, სოციალური სოლიდარობის, პოლიტიკური ერთობის, ერთობლივი თავდაცვისა და სტრუქტურების გამოცხადების თვალსაზრისით

სახელმწიფო სამართლის განვითარების, ეროვნული ცნობიერების გავრცელების და სამართლიანობის კონცეფციის საყოველთაო ღირებულებად გადაქცევამ, საბოლოო ჯამში ე.წ. "საერთაშორისო სამართლის" ინსტიტუტი შექმნა და თითქმის ყველა სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს ამ ინსტიტუტის მხრიდან ბოძებული საერთაშორისო სამართლის ნორმები

პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და ამიტომ კაცობრიობა იძულებული გახდა ახალი საერთაშორისო სამართლის ნორმები შეექმნა და მის საფუძველზე 1945 წლის 25 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ სან ფრანცისკოში გაერო შეიქმნა. მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობის ალიანსის შექმნის მიზნით დაფუძნებულ გაეროს თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანა შეუერთდა

გაერო-მ მას შემდეგ, განსაკუთრებით ცივი ომის დროს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაცობრიობის მშვიდობაში. მაგრამ, 1960 წლის აქეთ ეს ორგანიზაცია ფაქტიურად უმოქმედო გახდა და ვერც ინდივიდების და ვერც სახელმწიფოების უფლებებს არ თუ ვერ იცავს. უფრო მეტიც, ამა ქვეყნის ძლიერი სახელმწიფოები  გაეროს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს, სუსტი და პატარა სახელმწიფოების წინააღმდეგ იყენებენ

ასე მაგალითად, ამერიკამ ერაყში ბირთვული იარაღის ქონა მოიმიზეზა და მისი ოკუპაცია მოახდინა რა, ამან გამოიწვია მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი და ათეულ მილიონზე მეტი ადამიანის საკუთარი კერებიდან აყრა და ლტოლვილად გახდომა. ბოლოს კი ამერიკამ აღიარა, რომ ბაღდადს არ გააჩნდა ბირთვული იარაღი. ამის გამო ამერიკის გასამართლებაა საჭირო, მაგრამ, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის გაეროსაც დღემდე  არ გაუბედიათ და არ აღუძრიათ მის წინააღმდეგ სარჩელი

 უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში აშშ-ს თითქმის ყველა პრეზიდენტმა დაიწყო ბრძოლა ავღანეთში, პალესტინაში, სირიაში, იემენში და სხვა ქვეყნებში რა, მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა ამ ომებს,  თუმცა, აშშ-ს არცერთი პრეზიდენტი არც დაუკითხავთ და არც საერთაშორისო სასამართლოში წარუდგენიათ.

ანალოგიურად იქცევა ისრაელიც, რომელსაც 1960 წლის აქეთ გაეროს არც ერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია არ შეუსრულებია. დიახ, მისი დაარსების დღიდან ისრაელი მუდმივად იპყრობს და პალესტინის მიწებს და ასე იფართოებს საზღვრებს, როცა, საერთაშორისო სამართალში ყველა კონფლიქტს ერთნაირი საფუძველი აქვს, არ შეიძლება სხვისი მიწის ხელში ჩაგდება ომის და ძალადობის გზით. ამას კი არაფრით არ ეგუება ისრაელი და ომის გზით იფართოებს და იფართოებს საზღვრებს. 1967 წელს მან გოლანის მაღლობის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო მას შემდეგ პალესტინის მიწებსაც ეტაპობრივად იპყრობს, რის გამოც გაერომ მრავალჯერ მიიღო რეზოლუცია ისრაელის მხრიდან ოკუპირებული მიწებიდან გასვლის თაობაზე, მაგრამ, აშშ-ს და სხვა დასავლელი ქვეყნების მხარდაჭერით გათამამებული ტელ ავივი არ გამოდის პალესტინური მიწებიდან, უფრო მეტიც, იგი არც მოლაპარაკებების მაგიდას უჯდება და არც პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს, ხოლო ამის პარალელურად აგრძელებს მშვიდობიან მანიფესტაციებზე გამოსული პალესტინელების ხოცვა-ჟლეტას

სწორედ აქედან გამომდინარე უწოდებს ერდოღანი ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს. მისივე ინიციატივით 13 იანვარს სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია საგანგებოდ შეიკრიბა და ტრამპის დადგენილების საპასუხოდ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად სცნო, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი  



მსგავსი ინფორმაციები