აშშ-ში გაქცევის მსურველი პატიმრების მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, საპატიმროს ორი თანამშრომელი, გაქცევის მსურველი პატიმრების მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა

აშშ-ში გაქცევის მსურველი პატიმრების მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, საპატიმროს ორი თანამშრომელი, გაქცევის მსურველი პატიმრების მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ელიზაბეტში შტატის პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფ პასკოტენკის საპატიმროდან გაქცევის მსურველმა პატიმრებმა ხანძარი გააჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთ კაროლინის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანიზაციაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხანძრის შედეგად ორი თანამშრომელი დაიღუპა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაშავებული 10 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ფაქტის დროს ციხე ჩაიკეტა და ვერც ერთმა პატიმარმა გაქცევა ვერ მოახერხა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანიზაცის ცნობით, დაცვის მაღალი დონის მქონე საპატიმროში 729 მამაკაცი პატიმარი იხდის სასჯელს და თანამშრომელთა რაოდენობა კი 410-ია.


საკვანძო სიტყვები: ხანძარი , საპატიმრო , აშშ

მსგავსი ინფორმაციები