17 ივნისი ისტორიაში

17 ივნისი ისტორიაში

17 ივნისი ისტორიაში

17 ივნისი ისტორიაში

1462 წლის 17 ივნის რუმინეთის ვალაქიას ოლქის პრინცმა ვლადიამ ოსმალეთის მეფე ფათიჰ სულთან მეჰმედის მიმართ მოკვლის მიზნით თავდასხმის მცდელობა სცადა. ოსმალეთის იმპერიის მიერ რუმინეთის ქალაქის ტარგოვიჩის აღების დროს ამ ქალაქის მმართველი პრინცი ვლადიამი იყო. მას ოსმალეთზე ხარკის გადახდა არ სურდა, რის გამოც ფათიჰ სულთან მეჰმედზე მოკვლის მიზნიც თავდასხმა განახორციელა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც ქალაქიდან გაიქცა. როდესაც ფათიჰ სულთან მეჰმედი ვალაქიას ოლქში შევიდა, შემზარავი სურათი დახვდა, 20 ათასამდე ადამიანი მათ შორის ბავშვებიც, ხუთ კილომეტრიან მონაკვეთზე სარზე წამოცმით ყავდათ მოკლული. პრინცი ვლადია 1474 წლამდეს გადასახლებაში ცხოვრობდა შემდეგ კი 1476 წელს თურქებთან ბრძოლის დროს მოკლულ იქნა.

1631 წლის 17 ივნისს თაჯ მაჰალის მშენებლობა დაიწყო. ბაბურის იმპერატორის, შაჰ-ჯიჰანის მესამე და ყველაზე საყვარელი მეუღლე მუმთაზ მაჰალი 1630 წელს 38 წლის ასაკში მშობიარობის დროს გარდაიცვალა. შაჰ ჯიჰანიმ მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მის საპატივცემულოდ ამ მავზოლეუმის მშენებლობა დაიწო და მისი მშენებლობა 20 წელს გაგრძელდა. თაჯ მაჰალის მშენებლობის დასრულების შემდეგ მუმთაზ მაჰალის ნეშთი აქ გადმოასვენეს. თაჯ მაჰალი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია. იგი ინდური, სპარსული და ისლამური არქიტექტურის სტილითაა აგებული.

1967 წლის 17 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ პირველი წყალბადის ბომბი გამოსცადა. ბომბის გამოცდა აღმოსავლეთ თურქესტანის ლოპ ნორის რეგიონში, თვითფრინავის მხრიდან ამ ბომბის ზღვაში ჩაგდებით მოხდა. ამით საბჭოთა კავშირის და აშშ-ს ორ პოლუსიან სამყაროს მესამე პოლუსის სახით ჩინეთიც დაემატა. 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირის დახმარებით ჩინეთმა ატომურ იარაღზე მუშაობა დაიწყო და 1959 წელს საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ჩინეთმა თვითონ გააგრძელა აღნიშნული იარაღის წარმოება და პირველი ატომური ბომბიც 1964 წელს გამოსცადა.

2005 წლის 17 ივნისს თურქი ჟურნალისტი და თეატრის მსახიობი რეჯეფ ბილგინერი ანკარაში გარდაიცვალა. სტამბოლის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ლიტერატურული მოღვაწეობა ლექსების წერით დაიწყო. იგი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში სტატიების გამოქვეყნებასთან ერთად, ისტორიულ პიესებსაც წერდა. მისი დაწერილი პიესები სტამბოლის საქალაქო და სახელმწიფო თეატრებში იდგმებოდა. ბილგინერს 1998 წელს ”სახელმწიფო ხელოვანის” წოდება მიანიჭეს.


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები