უპილოტოების რაოდენობა იზრდება

თურქეთი უპილოტოების წარმოებას ზრდის

უპილოტოების რაოდენობა იზრდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) მხრიდან გამოყენებულ უპილოტო საფრენ აპარატების ფლოტს კიდევ 22 ახალი უპილოტო დაემატება.

თურქეთის შეიარაღებული ძალები უპილოტოებს დაზვერვის, სამიზნის გამოვლენის და სამიზნის გასანადგურებლად იყენებენ. უპილოტოებთან ერთად არმიას გადაეცემა ასევე  უახლოესი სისტემებით აღჭურვილი სარაკეტო სისტემები, ადგილზე კონტროლის სადგურები, რადიოლოკაციური და კამერები რა, ყველაფერი ეს სამამულე წარმოების იქნება.

ანკას სახელწოდების უპილოტოებს თურქეთის საჰაერო და კოსმოსური მრეწველობის კომპანია TUSAŞ-ი აწარმოებს და 200 კგ-ი წონის მქონე ამ უპილოტოებს შეუძლიათ 3 ათასი ფუტის სიმაღლეზე, დღედა ღამე, კარგ თუ ცუდ ამინდში 24 საათიანი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

მას გააჩნია ეროვნული სატელიტების მიერ კონტროლირებადი შესაძლებლობები, შეუძლია ათასობით კილომეტრზე ფრენა, აქვს ეროვნული კრიპტოგრაფიული სისტემა, დღე და ღამის კამერები, დაბალი ლაზერული კამერა, ლაზერული დამმიზნებელი და ლაზერული მანძილის გამომთვლელი სისტემები. რამდენიმე წელია რაც თურქეთი ანკას უპილოტოებს ანტიტერორისტულ ოპერაციებში ეფექტურად იყენებს



მსგავსი ინფორმაციები