სტამბოლის ძველი დოკის ბაღში სამეცნიერო ცენტრს გააშენებენ

ამის შესახებ ერდოღანმა ტვიტტერით განაცხადა

სტამბოლის ძველი დოკის ბაღში სამეცნიერო ცენტრს გააშენებენ

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბულის ჰალიჩის ყურეში მდებარე დოკის ბაღში სამეცნიერო ცენტრს გააშენებენ.

ერდოღანი სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში წერს: "სტამბულის ჰალიჩის უბანში სამეცნიერო ცენტრს ვქმნით, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანებზე და ცივილიზაციებზე. ამ ცენტრის დასათვალიერებლად წელიწადში 2 მილიონამდე ვიზიტორს მივიღებთ და იგი  ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას".

ამავე მესიჯით, პროექტის მშენებლობა 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 8 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება რა, მისი მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 100 მილიონი ლირა დაუჯდება.

“სამეცნიერო ცენტრში ციფრული ტექნოლოგიის ცენტრი, ციფრული თემატური ბიბლიოთეკა, საინოვაციო ცენტრი, საგანმანათლებლო ცენტრი და მეცნიერული კვლევების სადემონსტრაციო დარბაზები განთავსდება“, აღნიშნავს ერდოღანი



მსგავსი ინფორმაციები