რუსეთმა იარაღის ექსპორტი გაზარდა

აშშ-ს შემდეგ იგი მსოფლიოს ყველაზე დიდი მეორე ექსპორტიორია

რუსეთმა იარაღის ექსპორტი გაზარდა

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში მიიღო ამ ქვეყნის თავდაცვის მრეწველობის გიგანტი ფირმის, როსტეხის ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესისათვის განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთის იარაღის ექსპორტი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით 38%-ით, ე.ი. 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და მთლიანობაში 13,4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

როსტეხში 15 ჰოლდინგი და 700-მდე ფირმაა გაერთიანებული და მათი უმრავლესობა სამხედრო სფეროშია დასაქმებული რა, მისი საბაზრო ღირებულება ბოლო 10 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ დოლარს მიაღწია.

დღესდღეობით რუსეთი, რომელმაც მსოფლიო იარაღის ექსპორტის 20% ჩაიგდო ხელში, აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში სამხედრო იარაღის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა



მსგავსი ინფორმაციები