ამერიკული ავიამზიდი სირიისკენ გაემგზავრება

მან შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ესადის წინააღმდეგ მომზადებულ სამხედრო ოპერაციაში

ამერიკული ავიამზიდი სირიისკენ გაემგზავრება

 

აშშ-ის საზღვაო ძალებისგან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, მათი კუთვნილი ავიამზიდი "USS Harry Truman"-ი და მისი თანმხლები 7 სამხედრო კრეისერი, მთლიანობაში 6500 პერსონალით, დღეს, ნორფოლკის პორტიდან გავა და გეზს სირიის სანაპიროებისკენ აიღებს რა, მე -5 და მე -6 ფლოტების ფარგლებში ხმელთაშუაზღვაში იპატრულირებს.

ამავე ცნობით, ამერიკულ სამხედრო გემებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თან ახლდება გერმანული ფრეგატი FGS Hessen-ი. ექსპერტების აზრით, ეს გემები მონაწილეობას მიიღებენ ვაშინგტონის მხრიდან ესადის რეჟიმის წინააღმდეგ მომზადებულ შესაძლო სამხედრო ოპერაციაში.

აშშ-ის საზღვაო ძალების განცხადებით,  სამხედრო გემების ხმელთაშუა ზღვაში გამგზავრება, ადრე დაგეგმილი მივლინების ფარგლებში ხდება.

ავიამზიდ “USS Harry Truman“-ის ჯგუფში შემავალი გემები  2016 წელს გაემგზავრნენ ხმელთაშუა ზღვაში, რათა დახმარება გაეწიათ კოალიციისათვის სირიაში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.



მსგავსი ინფორმაციები