სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

ჰოკინგი ალბერტ აინშტაინის შემდეგ ყველაზე ძლიერ ფიზიკოსად იყო მიჩნეული

სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

მსოფლიოში ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსი, სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოკინგი, კემბრიჯში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ჰოკინგი  კვანტური ფიზიკისა და შავი ხვრელების შესახებ კვლევებით იყო ცნობილი. მან გასულ წელს ინგლისურ ტელეარხ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 75 წლამდე თუ იცოცხლებდა არ ეგონა. მაგრამ, მთელი მისი ცოდნის გაზიარებისთვის თავს კმაყოფილად გრძნობდა. მან ასევე ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ  21 წლის ასაკში ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინდა და ორ ან სამ წელში გარდაიცვლებოდა მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სავარძელზე  მიჯაჭვული აგრძელებდა ცხოვრებას, მეცნიერულ ნაშრომებს  მაინც გამოსცემდა.  იგი თავის სამუშაოებს ოჯახის წევრების დახმარებით ახორციელებდა. ჰოკინგი ალბერტ  აინშტაინის შემდეგ ყველაზე ძლიერ ფიზიკოსად იყო მიჩნეული.



მსგავსი ინფორმაციები