საუდის არაბეთსა და აშშ-ს სახმელეთო ძალებს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „მეგობრობა 2018“ დაიწყო

საუდის არაბეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ძალებს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „მეგობრობა 2018“ დაიწყო

საუდის არაბეთსა და აშშ-ს სახმელეთო ძალებს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „მეგობრობა 2018“ დაიწყო

საუდის არაბეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ძალებს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „მეგობრობა 2018“ დაიწყო.

ორი ქვეყნის სამხედრო შენაერთების მონაწილეობით საუდის არაბეთის ჩრდილოეთ რეგიონში გუშინ დაწყებული ერთობლივი წვრთნები რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

ორ ქვეყანას შორის მეოთხედ მიმდინარე წვრთნების მიზანია საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო ურთიერთობების გაძლიერება, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაზრდა, დაგეგმვის პროცედურების გაერთიანება.

ერთობლივი წვრთნების მიზანია ასევე განსხვავებულ საბრძოლო პირობებში სამეთაურო დონეზე და საბრძოლო ველზე კონტროლის ოპერაციებში არაკონვენციური და არატრადიციული საბრძოლო მეთოდების განვითარება.

ჩრდილოეთ რეგიონის დამხმარე სარდალმა გენერალ-მაიორმა სალიჰ ეზ ზეჰრანიმ განაცხადა რომ წვრთნები სამხედრო ნაწილების მზადებას აძლიერებს და ზომავს საბრძოლო უნარებს და წვრთნებში თანამედროვე ტექნოლოგიასთან ერთად რიგი მძიმე და საშუალო პარამეტრების აღჭურვილობა გამოიყენება.



მსგავსი ინფორმაციები