რუსეთმა გაუმჯობესებული ახალი რაკეტა გამოსცადა

რუსეთმა, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებული ახალი რაკეტა ყაზახეთში გამოსცადა

რუსეთმა გაუმჯობესებული ახალი რაკეტა გამოსცადა

რუსეთმა, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებული ახალი რაკეტა ყაზახეთში გამოსცადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი რაკეტა წარმატებით გამოსცადეს.

აქვე აღნიშნულია, რომ ტესტირება ყაზახეთში მდებარე სარი-შაგანის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა და მანძილის, სენსიტიურობის და ოპერაციული ექსპლოატაციის ხანგრძლივობით ახალი რაკეტის ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები დღევანდელ იარაღებთან შედარებით მნიშვნელოვანად უკეთესია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლად შექმნილ საჰაერო თავდაცვის რაკეტას, ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტის გამოყენების ჩათვლით, შეუძლია ერთჯერადი და მრავალჯერადი თავდასხმის აცილება.   


საკვანძო სიტყვები: ტესტირება , რაკეტა , რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები