სუბარიმ უკან გამოიძახა 395 ათასი ავტომანქანა

ამ მანქანების ტესტებს თურმე ულიცენზიო პირები ატარებდნენ

სუბარიმ უკან გამოიძახა 395 ათასი ავტომანქანა

იაპონიის საავტომობილო კომპანია Subaru-მ უკან გამოიძახა 395,000 მანქანა. ტრანსპორტის სამინისტროს მიერ სუბარის ქარხანაში  ჩატარებული მონიტორინგის დროს დაფიქსირდა, რომ 2 ცეხში არსებული  პირობები არ აკმაყოფილებენ აუცილებელ მოთხოვნებს. ხსენებულმა სამინისტრომ, გუნმას პროვინციაში მოქმედ ცეხებში კონტროლის დროს დაადგინა, რომ ტესტების ჩამტარებლები ულიცენზიო პირები იყვნენ და ფირმას დაავალა, ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით პრევენციული ზომები გაატარონ. სწორედ ამ ზომების ფარგლებში  ამ ქარხანაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოებული, სავარაუდოდ 395,000 ავტომანქანა უკან გამოიძახეს



მსგავსი ინფორმაციები