კოლუმბია "ვირტუალური სისხლის ბანკის" გახსნას აპირებს

პასუხს Facebook-ის დამაარსებლისგან ელიან

კოლუმბია "ვირტუალური სისხლის ბანკის" გახსნას აპირებს

კოლუმბიის წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებით, ქვეყანაში სისხლის დონაციის ხელშეწყობის და პოტენციური დონორების ადვილად პოვნის მიზნით, სოციალურ ქსელ Facebook-ში ე.წ. "ვირტუალური სისხლის ბანკის" გახსნას აპირებს.

14 ივნისი მსოფლიოში სისხლის დონორთა დღედ აღინიშნება და მის ფარგლებში კოლუმბიის წითელი ჯვრის საზოგადოებამ Facebook-ის მომხმარებლებს მოუწოდა, თავიანთი პროფილში სისხლის ჯგუფის შესახებ ინფორმაციაც შეიტანონ.

კოლუმბიელები ახლა მარკ ცუკერბერისგან (Facebook-ის დამაარსებელი) ელიან, შესაბამის, ე.ი. სისხლის ჯგუფის შემცველ გრაფას შეიტანს თუ არა ფეისბუკში.

კოლუმბიის წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშით, გასულ წელს მოხალისე დონორი გახდა 130 ათასზე მეტი კაცი, რაც 4346 ჯერ მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე



მსგავსი ინფორმაციები