ჩინეთმა კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა
ჩინეთმა კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა

ჩინეთმა, პირველი კოსმოსური ტელესკოპი ორბიტაზე გაუშვა. საინფორმაციო სააგენტო სინჰუას ინფორმაციით, კოსმოსური ტელესკოპი ორბიტაზე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში გობის უდაბნოში მდებარე ჩიუჩიენის ბაზიდან იქნა გაშვებული. 2,5 ტონიანი ტელესკოპი კოსმოსში შავი ხვრელების, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის და მაგნიტური ველის დაკვირვებებს განახორციელებს.