ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დასრულდა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წელს 70-ედ გამართული წიგნის ბაზრობა დასრულდა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დასრულდა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წელს 70-ედ გამართული წიგნის ბაზრობა დასრულდა.

გამოფენაში, რომლის საპატიო სტუმარიც საქართველო იყო, 110 ქვეყნის დაახლოებით 7500 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

გამოფენის ფარგლებში 4 ათასზე მეტი ღონისძიება ჩატარდა, მას 10 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა და დაახლოებით 280 ათას მნახველს უმასპინძლა.

წლევანდელ გამოფენაში მონაწილეთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა ჩრდილოეთ ამერიკიდან, კანადიდან, აფრიკიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან.

მომდევნო წელს გამოფენის საპატიო სტუმარი ნორვეგია იქნება.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე მთლიანობაში 320 კვადრატული მეტრის ორი პავილიონი „თურქეთის ეროვნული პავილიონი“ და „საბავშვო გამომცემლობების პავილიონი“ გახსნა.  

გამოფენის ფარგლებში პროფესორ ილბერ ორთაილისა და ფრანსუა ჟორჟიას მონაწილოებით გაიმართა დისკუსია თემაზე „ოსმალეთის იმპერიის გავლენები ევროპაში“. ამასთანავე შეფ მზარეული რეფიკა ბირგული თურქული ტრადიციული სამზარეულოს კერძებით გაუმასპინძლდა სტუმრებს.  



მსგავსი ინფორმაციები