ლავროვი ანკარას ეწვევა

ვიზიტი 13-14 აგვისტოს შესდგება

ლავროვი ანკარას ეწვევა

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოფიციალურად გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ანკარას 13-14 აგვისტოს ეწვევა და მონაწილეობს მიიღებს თურქი ელჩების მე-10 კონფერენციაში.

ამავე განცხადებით, ლავროვი ჯერ სიტყვით გამოვა ელჩების კონფერენციაზე და შემდეგ კი თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება რა, საუბრის დროს ძირითად ყურადღებას ორი ქვეყნის ურთიერთობებთან ერთად სირიის და აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს დაუთმობენ



მსგავსი ინფორმაციები