მოსკოვში თურქული ფესტივალისთვის ემზადებიან

იგი 10-12 აგვისტოს კრასნაია პრესნიას პარკში მოეწყობა

მოსკოვში თურქული ფესტივალისთვის ემზადებიან

 

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაგეგმილი თურქული ფესტივალისთვის მზადების პროცესი დაიწყო.

თურქეთის სასტუმროთა ფედერაციის, TUROFED-ის თავმჯდომარემ ოსმან აიქმა განაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა მოსკოვში დაგეგმილი ფესტივალისთვის, რომლის პირველი ჩვენება გასულ წელს გაიმართა და მას 153 ათასი მოზიარე ჰყავდა.

“მოსკოვის მეორე თურქული ფესტივალი მიმდინარე წლის 10-12 აგვისტოს კრასნაია პრესნიას პარკში მოეწყობა და რეკორდული რაოდენობის ვიზიტორებს ველოდებით“, განაცხადა აიქმა და დაამატა, რომ ამ სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში კონცერტები და წარმოდგენები ჩატარდება, ხოლო ამის პარალელურად მოეწყობა თურქული გასტრონომიული, კულინარული და კულტურული პრეზენტაციები



მსგავსი ინფორმაციები