სტამბოლი ითო-ს საგანგებო შეკრებას უმასპინძლებს

მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის წარმომადგენელი

სტამბოლი ითო-ს საგანგებო შეკრებას უმასპინძლებს

 

პალესტინელების მიმართ ისრაელის ძალადობების გასაპროტესტებლად, თურქეთის  პრეზიდენტის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის მოწოდებას ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სტამბოლში სასწრაფოდ შეკრების გამართვის თაობაზე, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მუსლიმანურ სამყაროში და ბოლო ინფორმაციებით 40-ზე მეტი ქვეყანა გამოაგზავნის თავის წარმომადგენელს სტამბოლში.

ამავე ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 13 ქვეყნის პრეზიდენტმა, ორი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, სამმა ვიცე პრემიერმა, 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაღალი დონის დიპლომატებმა და მისიის ხელმძღვანელებმა.

თურქული წყაროებით, ითო-ს საგანგებო შეკრებაში მონაწილეობის მიღების მიზნით უკვე სტამბოლში ჩამოვიდნენ პალესტინის პრემიერ-მინისტრი რამი ალ-ჰამდალაჰი და ითო-ის გენერალური მდივანი იუსუფ ბინ აჰმედ ალ-უსეიმინი.

როგორც ცნობილია, 14 მაისს, აშშ-ს საელჩოს ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას პალესტინელთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა და ისრაელის არმიის ძალადობებს 62 პალესტინელი ემსხვერპლა, 3 ათასზე მეტი კი დაშავდა



მსგავსი ინფორმაციები