ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დაცვის დღესასწაული მიმდინარე წელს ბურსაში ჩატარდება

"TRT-ს საერთაშირისო 23 აპრილის საბავშვო ზეიმი“-ს ფარგლებში „40 წელი ფოტოებით“ სახელწოდების გამოფენა გაიმართა

ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დაცვის დღესასწაული მიმდინარე წელს ბურსაში ჩატარდება

მიმდინარე წელს თურქეთის ქალაქ ბურსაში გასამართი „TRT-ს საერთაშირისო 23 აპრილის საბავშვო ზეიმი“-ს ფარგლებში  „40 წელი ფოტოებით“ სახელწოდების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე სიტყვით გამოსულმა ბურსის გუბერნატორმა იზზეთთინ ქუჩუქმა განაცხადა, რომ 10 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბავშვების მასპინძლობისათვის მადლიერები არიან. „მსოფლიოს ულამაზესო ბავშვებო,  თქვენი ბურსაში  მასპინძლობისათვის ბედნიერები ვართ.  ჩვენთან ყოფნის ფარგლებში ამ ქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობების ნახვის საშუალება გექნებათ. ბურსის მოსახლეობა თქვენ გულში ჩაგიხუტებთ“, განაცხადა გუბერნატორმა.  პროგრამას თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის გენერალური დირექტორის მოადგილე ზექი ჩიფჩიც დაესწრო.


საკვანძო სიტყვები: ბურსა , TRT , საბავშვო ზეიმი , 23 აპრილი

მსგავსი ინფორმაციები