ირანში პენსიონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ირანში პენსიონერებმა პენსიის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს

ირანში პენსიონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ირანში პენსიონერებმა პენსიის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ირანის მშრომელთა საინფორმაციო სააგენტო „ილნა“-ს ცნობით, დილის საათებში დედაქალაქ თეირანში ბიუჯეტისა და დაგეგმვის ორგანიზაციის შენობის წინ შეკრებილმა ასობით პენსიონერმა, განაცხადა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პენსიას იღებენ და ამ ვითარებას აპროტესტებენ.  

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომელთა დიდი ნაწილიც ყოფილი მასწავლებელია, პენსიის გაზრდა და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

თეირანის გარდა მსგავსი საპროტესტო აქცია ისპაჰანშიც ჩატარდა.  



მსგავსი ინფორმაციები